მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში მაყურებელი იხილავს ნაციონალურ კოსტიუმებში შესრულებულ ქართულ ცეკვებსა და მოისმენს პოლიფონიურ და ქალაქურ სიმღერებს ცოცხალი შესრულებით. მიუზიკლი, მუსიკალური სპექტაკლი, რომანტიული კომედია ინგლისურ ენაზე საქართველოსა და ქართველების შესახებ.
ასევე, გაიგებთ საინტერესო ფაქტებს საქართველოზე და მიიღებს ინფორმაციას ჩვენი კულტურის, ისტორიის, ყოფის, ადათ-წესების, ღვინისა და ქართული სუფრის შესახებ.
სპექტაკლში 18 მსახიობი შეასრულებს 20-მდე სასიმღერო და საცეკვაო ნომერს. დიალოგების უმეტესობა ინგლისურ ენაზეა, ქართული ტექსტის შემთხვევაში, მაყურებელი ინგლისურ ტიტრებს იხილავს.
კარი გაიღება: 19:00