TBILISI SEA FEST-ზე ცნობილი ჰაუს პროექტის შემქმნელები დაურკავენ

  BRAME & HAMO: ირლანდიური დუო Brame & Hamo, ბერლინში მოღვაწე პროდიუსერების ჰაუს პროექტია,რომლებსაც თანამედროვე ჰაუს სცენაზე დიდი დამსახურება მიუძღვით, მას შემდეგ რაც მათი პირველიიმპრინტი Splendor & Squalor გამოჩნდა ასპარეზზე.

2017-ში მათ მეორე ლეიბლი დააარსეს, Transit EP-ის დებიუტმა მათ მუსიკას რიტმული ჩიკაგო ჰაუსის, რეტრო ფუტურისტული Break-ებისა და Bleep techno-ს ხასიათი შესძინა.

მათი სეტების მოსმენა შესაძლებელია AVA Festival Boiler Room - ის World FM რადიოს, Rinse FM რადიოს, Feel My Bicep - ის საინფორმაციო ველში, სადაც ისინი მკაფიოდ გამოხატავენ ინსტინქტის დონემდე გაცნობიერებულ მუსიკალურ სელექციას.

 

Autumn Tree [Leon] - ცნობილი ქართული ტექნო კოლაბორაციის Greenbeam & Leon-ის პროექტი, რომელიც ნაკლებად აგრესიული, ჰარმონიული და მელანქოლიური ჟღერადობით გამოირჩევა.

 

Hatsvali - ქართველი ჰაუს დიჯეი და პროდიუსერი, რომლის სადებიუტო რელიზი, ფირფიტის ფორმატით 2018 წელს ბრიტანულ ლეიბლ KAT Records-ზე გამოიცა

 

DALI - დალი ჩიტალაძე ქართველი პროდიუსერი და დიჯეი, ადგილობრივი სცენის ერთ-ერთი მრავალფეროვანი წარმომადგენელია. მისი ტრეკები ექსპერიმენტალურია, ხოლო DJ სეტები techno, house, electro, dnb და postpunk - ს მოიცავს.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ :

ივენთის ტერიტორიაზე მოქმედებს 18+ შეზღუდვა და „face control”-ი.

მსგავსი ღონისძიებები
ქართველი არტისტები "Generali Minerali" და "Dj is typing" კლუბ "უღრან ტყეში - In The Dense Forest"-ში დაურავენ თავიანთ სეტებს
კლუბი/ლაუნჯი
30 სექტემბერს 22:00 საათზე აქტუალური მუსიკის ფესტივალი "Close Encounters კლუბ "მტკვარში" გადაინაცვლებს.
კლუბი/ლაუნჯი
HOROOM-ის ოთახში ვეტერანი გერმანელი არტისტი, ლეიბლის MACRO დამაარსებელი , ჩანაწერების მაღაზიის HARD WAX გუნდის წევრი FINN JOHANNSEN და BASSIANI RECORDS-ის A&R - KVANCHI დაუკრავენ.
კლუბი/ლაუნჯი
"BASSIANI – ეს არ არის მხოლოდ ივენთების სერია, არც კლუბი, არც საგამოფენო სივრცე, ან კონკრეტული ადამიანთა ჯგუფი –  ეს არის იდეა.
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები