30 დეკემბერს, მულტიფუნქციურ საკონცერტო დარბაზში SPACEHALL, შვედი პროდიუსერი და მუსიკოსი, NORTHERN ELECTRONICS-ის ოჯახის წევრი VARG და ვოკალისტი ANNA MELINA აუდიო-ვიზუალური პროექტით წარდგებიან მსმენელის წინაშე.
ექსპერიმენტული მუსიკის პროექტი FLORA მათი მომავალი ალბომის პრეზენტაციას წარმოადგენს და არტისტების სოლო პროექტებს შორის არსებულ განსხვავებებს იკვლევს. მათთან ერთად ლაივს დაუკრავს შვედი DJ და პროდიუსერი NORTHERN ELECTRONICS-ის დამაარსებელი ANTHONY LINELL, იგივე ABDULLA RASHIM, AR, LUNDIN OIL.
“ეს არ არის პოპი, არც ჰიპ-ჰოპ და არც ტექნო ჟღერადობა, არ ვიცი რა ვუწოდო, ალბათ უფრო ექსპერიმენტული? წარმოიდგინეთ ARCA-ს და KATE BUSH-ს სექსი აქვთ და სკანდინავიურ-ემო-ინდუსტრიუ ლი დუეტი იბადება, ამას ემატება ბევრ ბასი და დრამი, რომანტიული სინთეზატორები და MELINA-ს ულამაზესი ვოკალი.” - VARG