ახალგაზრდა ქართველი ვოკალისტი "SALIO" იგივე სალომე კორკოტაშვილი 27 სექტემბერს რესტორან "ოტიუმში" გამართავს კონცერტს თავის ბენდთან ერთად.
სალომემ 2016 და 2017 წლებში EP-ები ანუ მინი ალბომები სახელწოდებით: Lost World და Studio Sessions გამოუშვა, რის შემდეგაც კარგი რეპუტაცია მოიპოვა ქართული პოპ მუსიკის სცენაზე. კონცერტის შემდეგ თავისი სეტით წარსდგება მსმენელის წინაშე DJ REMBO.