ინტერნაციონალური ღონისძიებათა სერია "PechaKucha Nights" 20 სექტემბერს თბილისშიც ჩატარდება. 2003 წელს ტოკიოში შექმნილი პროექტი უკვე 1000-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს.
"PechaKucha Nights" არის არაფორმალური და სახალისო შეხვედრების პლატფორმა, სადაც შემოქმედებითი ხალხი, ინოვატორები, მეწარმეები და ჩეინჯმეიქერები იკრიბებიან და ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ აზრებს, პროექტებს და ნამუშევრებს "PechaKucha 20x20" ფორმატში.
"PechaKucha 20x20" - არის მარტივი პრეზენტაციის ფორმატი, სადაც სპიკერი წარმოადგენს 20 სლაიდს და თითო სლაიდის მოსაყოლად აქვს 20 წამი. სლაიდები იცვლება ავტომატურად, რომელიც სპიკერის თემის ვიზუალიზაციას ახდენს.
პრეზენტაციები და ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება. ჩვენება 20:20 წუთზე დაიწყება.