Orson Wells - გერმანელი პროდიუსერი და დიჯეი KHIDI-ის სცენაზე დაუკრავს

Dasha Rush - Fullpanda Records & Hunger to Create ლეიბლების დამფუძნებელი, მსოფლიო ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი. მისი პირველი რელიზი „Untitled Hunger” 2004 წელს მისსავე ლეიბლ HUNGER TO CREATE-ზე გამოიცა. დღეისთვის მისი დისკოგრაფია 15-ზე მეტ რელიზსა და კოლაბორაციას ითვლის სხვადასხვა ლეიბლებზე, როგორებიცაა:Fullpanda Records, SONIC GROOVE, RASTER-NOTON, DEEP SOUND CHANNEL და სხვა. მისი აუდიო-ვიზუალური პროექტი ANTARCTIC TAKT by Dasha Rush-ის პრემიერა 2014 წელს BERLIN ATONAL-ზე შედგა.

► www.dasharush.info► residentadvisor.net/dj/ dasharush► soundcloud.com/dasha-rush

Anetha - პარიზის ანდერგრაუნდ სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, ახალგაზრდა ფრანგი დიჯეი, პროდიუსერი და ივენთების სერიაBLOCAUS-ის რეზიდენტი. ეისიდ და მელანქოლიურ ჟღერადობასთან ერთად მის სეტებსა და ნამუშევრებში იგრძნობა 90-იანი წლების ტექნოს გავლენა.ANETHA-ს სადებიუტო EP 2015 წელს ბრიტანულ ლეიბლ WORK THEM RECORDS-ზე გამოიცა და მას შემდეგ კიდევ 3 EP და რამდენიმე ნამუშევარი გამოაქვეყნა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: Blocaus Series, ANAGRAM, OAKS და RECLAIM YOUR CITY.

► residentadvisor.net/dj/ anetha► soundcloud.com/anetha-bloc

  BLNDR - ივენთების სერია BLOCAUS-ის რეზიდენტი ახალგაზრდა ფრანდი პროდიუსერი, დიჯეი და ლაივ შემსრულებელი TOM HUTHWOL-ის პროექტი, რომელიც ტექნო, ექსპერიმენტულ, ემბიენტ და დაბ ტექნო ჟღერადობას აერთიანებს.BLNDR-ს გამოქვეყნებული აქვს 1 ალბომი და 8 EP (ერთ-ერთი EP არის ერთობლივი ნამუშევარი KHIDI-ს რეზიდენტ Luigi Tozzi-სთან) და არაერთი ჩანაწერი ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: Hypnus Records, ANNULLED, SILENT SEASON და სხვა.

 

 Orson Wells - გერმანელი პროდიუსერი და დიჯეი, კლუბ Robert Johnson-ის რეზიდენტი. მისი ნამუშევრები ჰაუსისა და ტექნოს საინტერესო სინთეზია, სადაც აქცენტი ძირითადად მელოდიურობასა და გრუვზე კეთდება. ადრეულ წლებში სხვადასხვა ინდი ბენდში უკრავდა და ძირითადად ინდი, როკ და ჯაზ მუსიკით იყო დაინტერესებული. მოგვიანებით, როგორც თვითონ აღნიშნავს ბენდის ესთეტიკა მისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი აღმოჩდნა, რადგან ვერ ახერხებდა საკუთარი იდეების სრულიად განხორციელებას. "ბენდში მუშაობისას შენ გაქვს შენი იდეა, სხვა წევრებს თავიანთი და ჯამში მათი სინთეზი ქმნის მუსიკას. ელექტრონული მუსიკის წერისას კი მეტი შემოქმედებითი თავისუფლებაა, ყველაფრის კეთება თავად შეგიძლია".ORSON WELLS-მა პირველი რელიზი მეგობრებთან, BENJAMIN MILZ-სა და EMIL SEIDEL-თან ერთად CHIWAX-ზე 2013 წელს გამოაქვეყნა. იმავე წელს ის ლეიბლ LIVE AT ROBERT JOHNSON-ს შეუერთდა, სადაც მისი 1 ალბომი და 2 EP გამოიცა. გარდა ამისა გერმანელ მუსიკოსს გამოქვეყნებული აქვს ნამუშევრები ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: DIE ORAKEL, NATURAL SCIENCES, SOUND MIRROR და სხვა.

 

3rd Soul - პროდიუსერი და დიჯეი ბექა ელოშვილი, 3 SULI-ს ერთ-ერთი სული და VODKAST RECORDS-ის წევრი.

 

მსგავსი ღონისძიებები
Frequency Shifter - G2-ის რეზიდენტი, ახალგაზრდა დიჯეი და პროდიუსერი გიგა არაბულის ტექნო პროექტი. მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია ადგილობრივი ტექნო სცენის განვითარებამ, რამაცსაკუთარი ჟღერადობა აპოვნინა.
კლუბი/ლაუნჯი
კონცერტი გაიმართება 26 აპრილს Ericsson Globe Arena, Stockholm, Sweden
კლუბი/ლაუნჯი
დაუკრავენ ლეიბლის დამაარსებელი, ამერიკელი DJ და პრომოუტერი BRYAN KASENIC და THE BUNKER NEW YORK-ის ოჯახის წევრი, გამორჩეული სელექტორი ERIC CLOUTIER.
კლუბი/ლაუნჯი
"BASSIANI – ეს არ არის მხოლოდ ივენთების სერია, არც კლუბი, არც საგამოფენო სივრცე, ან კონკრეტული ადამიანთა ჯგუფი –  ეს არის იდეა.
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები