16 დეკემბერს KHIDI-ის სცენაზე Saphileaum და Liza Rivs დაუკრავენ.
Saphileaum - ქართველი დიჯეი და პროდიუსერი ანდრო გოგიბედაშვილის ტექნო პროექტი, რომელიც 2015 წლის ბოლოს შეიქმნა. Saphileaum ხალხმა Newcomers Tbilisi-ის შემდეგ გაიცნო. მის შთანოგების წყაროს წარმოადგენს ლოკალური სცენა და ეზოთერიკული არტეფაქტები და მოვლენები, თუმცა მთავარ შთაგონებად მაინც ისეთი არტისტები რჩებიან, რომლებიცაა: Anthony Linell / Abdulla Rashim, Acronym, Luigi Tozzi და Korridor. მისი ჟღერადობა გამოირჩევა ემბიენთ და ჰიპნოტური სივრცეებით. Saphileaum-ის სადებიუტო EP "As If Rivers Could Speak" გამოიცა 2016 წელს ავსტრალიურ ლეიბლ Controlled Violence-ზე, რომელზეც ასევე გამოცემულია "Sarp E.P." და შესულია მისი და Monreal-ის ნამუშევრები. მისი ნამუშევრები ასევე გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: NORITE, Lett Records, Soul Gathering და PalmStructure-ის ქველეიბლ Structural Realism-ზე.
Liza Rivs - იგივე ლიზა ბასილაია, პარიზში მცხოვრები ქართველი დიჯეი და პროდიუსერი. თავისი მუსიკალური განვითარების მნიშვნელოვანი პერიოდი, როგორც დიჯეიმ საქართველოში გაატარა. მისი დებიუტი დიდ სცენაზე შედგა 2016 წელს Tbilisi Open Air / AlterVision-ის ფესტივალზე, რის შემდეგაც დაუკრა სხვა კლუბებში, როგორებიცაა: CAFE-GALLERY,SALÒ და ა.შ. 2017 წელს იგი გახდა ერთ-ერთი მონაწილე პირველი ოფიცილაური Boiler Room-ის საქართველოში, რომელიც CAFE-GALLERY-ში შედგა, რის შემდეგაც გახდა ამავე კლუბის რეზიდენტი დიჯეი. ლიზას დიჯეი სეტები არის მიქსი ისეთი ჟანრების, როგორებიცაა: ელექტრო, ტექნო, ფსიქოდელიური ტექნო და ინდი დენსი. სწორედ სხვადასხვა ჟანრების ჰარმონიული შერწყმაა მისი სტილი. ლიზას მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს ისეთმა ლეიბლებმა, როგორებიცაა: kill the dj, Multi Culti, Les disques de la mort. ასევე ქმნის თავის მუსიკას და სამომავლოდ გეგმავს მის გამოცემას.