22 დეკემბერს KHIDI-ის სცენაზე შვიდი DJ დაუკრავს.
Shlømo - KHIDI-ს და CONCRETE-ის რეზიდენტი, პარიზში დაბადებული Shaun Baron-Carvais-ის პროექტი, რომელიც დღესდღეობით საფრანგეთის ტექნო სცენის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.ტექნო სცენა 2005 წელს ელექტრონიკისა და IDM მუსიკის მეშვეობით აღმოაჩინა. Shlømo-ზე დიდი გავლენა იქონია Warp-მა, Aphex Twin-მა დაBoards Of Canada-მ. შემდეგი ეტაპი საწყობებში ჩატარებული ტექნო ივენთები იყო, რაც Sandwell District-მა შთააგონა. 2013 წელს AWB-სთან და PVNV-სთან ერთად დააარსა ლეიბლი Taapion Records, სადაც გამოსცა სადებიუტო "The Harvest EP", რომელიც მსმენელმა ძალიან კარგად მიიღო. ბოლო 4 წლის განმავლობაში დიდ დროს უთმობს მუსიკის შექმნას. მისი ნამუშევრები გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: Taapion Records, Delsin Records, ARTS, 47, Singular Records, Bright Sounds და ა.შ. ასევე გამოქვეყნებული აქვს ერთობლივი ნამუშევრები AWB-სთან.
Kwartz - 1989 წელს დაბადებული მადრიდელი Mario Campos-ის ფსევდონიმი. მისი დებიუტი 2011 წელს ლეიბლ MainConcept Music-ზე 3 ტრეკიანი EP "Social Erosion"-ით შედგა. ამავე წელს zimmer-records-ზე გამოიცა „Solidarity EP”. სწორედ ამ რელიზებით Mario-მ მრავალი არტისტისა და ლეიბლის ყურადღება მიიქცია. 2013 წელს ესპანური დუოExium-ის ლეიბლზე გამოიცა ფირფიტა "Fenomenon", რომელშიც შესულია Kwartz-ისა და Exium-ის ნამუშევრები. ამავე წლის ბოლოს Mario გაწევრიანდა Oscar Mulero (oficial)-ს კუთვნილ Pole Group-ში. მისი ნამუშევრები გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: PoleGroup Recordings, Mord Records, 47, Sonntag Morgen., Warm Up Recordings და ა.შ. Kwartz თავიდანვე ეძებდა საკუთარ ჟღერადობას, სწორედ ამიტომ 2016 წელს დაარსა ლეიბლი order&devotion, რომელზეც გამოსცა 2 EP.
AWB - იგივე Adrien Ozouf, პარიზის ტექნო სცენის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა და Taapion Records-ის თანადამაარსებელი (Shlømo-სთან დაPVNV-სთან ერთად). 2013 წელს დაარსებულ ლეიბზე (Taapion Records) Adrien ძირითადად საორგანიზაციო საკითხებით იყო დაკავებული, სადაც სამი წლის შემდეგ სადებიუტო EP “Celestial Longitude” გამოსცა. 2017 წელს საკუთარ დისკოგრაფიას კიდევ ორი EP შემატა. დღეისათვის AWB-ს ყველაზე ცნობილი ნამუშევარი Shlømo-სთან ერთობლივი “Arcades EP”-ია. Taapion Records-ის გარდა Adrien-ის ნამუშევრები გამოიცა ფრანგულ ლეიბლ Blocaus Series-სა და Dave Clarke-ისა და Slam-ის ლეგენდარულ ლეიბლ Soma Records-ზე.
Leo pol - CONCRETE-ის რეზიდენტი ფრანგი არტისტი. მისი მუსიკა ძირითადად ორიენტირებულია ჰაუს/დიფ ჰაუს ჟღერადობაზე. Leo Pol-ის დისკოგრაფია მოიცავს 5 EP-ს, რომლებიც გამოცემულია ლეიბლებზე:Concrete Music, BodyParts records, VELVET და საკუთარ ლეიბლ IILE-ზე.
22 დეკემბერს Leo Pol ლაივს Roland TR-909-ზე შეასრულებს.
Sevda - ქართველი არტისტის, ლადუკა ნინუას ჰაუს პროექტი, რომელსაც კარგად ვიცნობთ მისი სხვა პროექტებიდან - Oimactta და OTHR. დაახლოებით ერთი წლის წინ Sevda ანონიმური ცრემლებით გაეცნო მსმენელს - #G.13 და #Shen. ეს იყო მისთვის საშუალება სხვა ფორმით მოეყოლა თავისი ისტორიები. მიუხედავად ანონიმურობისა, დაკვირვებულ ყურს არ გამოპარვია ლადუკასთვის დამახასიათებელი Pad-ები და ავთენტური მელანქოლია. პროგნოზირებდნენ, რომ პროექტის უკან სწორედ ის იდგა. Sevdaარტისტისთვის ჟანრობრივი ექსპერიმენტი იყო, აქამდე თუ მსმენელისათვის ცნობილი იყო Lo-Fi, Witch Wave, IDM, Techno ჟღერადობით, ამ პროექტით Lo-Fi House, Deep House-ითაც გაგვეცნო.ადგილობრივმა პუბლიკამ Sevda მარტივად მიიღო და შეიყვარა, რადგან თითქოს მსმენელთა გამოუთქმელი სევდის კონვერტაცია ამ პროექტში მოხდა.
Mozzy - ბაქოელი დიჯეი. მის ჟღერადობაზე დიდი გავლენა იქონია ჯაზ და ფანკ მუსიკამ. მისი სეტები ძირითადად ორიენტირებულია პერკუსიულ ჰაუსსა და მინიმალზე.