Hungry Music-ის ლეიბლის არტისტებმა Olympia-ს საკონცერტო დარბაზში დაუკრეს

                      

     15 სექტემბერს პარიზის ლეგენდარულ საკონცერტო დარბაზში Olympia ლეიბლის Hungry Music შოუქეისი „Hungry 5“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც Worakls, N'to და Joachim Pastor-მა დაუკრეს. კონცეპტი „Hungry 5“, რომელიც ფრანგული მუსიკალური პლატფორმის 5 წლიან მოღვაწეობას ეძღვნება, არტისტების უკვე კარგად ცნობილ და ახალ კომპოზიციებს მოიცავს. ღონისძიების მოწვეული სტუმარი კი Stereoclip იყო, რომელმაც ლეიბლზე სადებიუტო ჩანაწერი Airplane Lesson შარშან გამოსცა და პლატფორმის სხვა წევრებთან ერთად ტურნეში ჩაერთო.

 

     მიუხედავად იმისა, რომ Hungry Music-ს საფრანგეთში აღიარება არ აკლია, Olympia-ში დაკვრა მაინც განსაკუთრებული პატივია. მე-19 საუკუნეში, საკულტო სივრცის, „მულენ რუჟის“ თანადამფუძნებლების მიერ აგებული ოლიმპია საოპერო მუსიკის, ბალეტის და თეატრალური წარმოდგენების ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი დარბაზი იყო. მოგვიანებით, მე-20 საუკუნეში ის თანამედროვე მუსიკოსების საყვარელ სივრცედ იქცა და ოლიმპიას, როგორც გამორჩეული მუსიკალური ვენიუს ეპოქაც დაიწყო.

 

    ამ სივრცეს ყველაფერი უნახავს: ედიტ პიაფის კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი კონცერტები, შარლ აზნავურის მოსასმენად შეკრებილი ათასობით მსმენელი, ბითლზის ზედიზედ 14 კონცერტი, რომლიც ფარგლებშიც ბრიტანულ ოთხეულს დღეში რამდენჯერმეც კი დაუკრავს. თავისი განსაკუთრებული ინტერიერის და ატმოსფეროს გამო, ხშირად ოლიმპიაში ჩატარებული კონცერტები ეთერით გადაიცემოდა, ზოგჯერ კი კასეტების და კომპაქტური დისკების საშუალებით ვრცელდებოდა.

 

     მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, მრავლფეროვანი გახდა საკონცერტო შესრულებებიც. ერთ დროს ფრანგი მუსიკოსების საყვარელი სივრცე, საერთაშორისო აღიარების პირობებში, ბევრი წარმატებული არტისტის სასურველ ვენიუდ იქცა. ოლიმპიამ 20 საუკუნის ბოლოდან The Rolling Stones, Madonna, Ray Charles, Led Zeppelin-ს და სხვა გამოჩენლ შემსრულებლებს თუ ბენდებს უმასპინძლა. მათ შორის აღმოჩნდა Hungry Music, რომელიც სექტემბერში უკვე მეორეჯერ წარსდგა ამ დარბაზში შეკრებილი მსმენელის წინაშე.

 

     თავისი სრული შემადგენლობით, ლეიბლი მალე თბილისს კიდევ ერთხელ ეწვევა. 5 ოქტომბერს, ვაგონშემკეთებელი ქარხნის დიდი პავილიონში Worakls, N'to, Stereoclip და Joachim Pastor ქართველ არტისტებთან ერთად დაუკრავენ.

 

მსგავსი ღონისძიებები
ქეთი მელუა თავის ბენდთან ერთად "ევროპის მოედანზე" ჩაატარებს კონცერტს
კონცერტი
თბილისის კულტურულ ღონისძიებათა კალენდარს ხელოვნების კიდევ ერთი საერთაშორისო ფესტივალი შეემატა: „თბილისი რიტმი“.
კონცერტი
ფესტივალში ჯეიმს ბლანტის გარდა მონაწილეობას მიიღებენ სხვა შემსრულებლებიც. გვეყოლება აფრიკული ჯგუფი The Parlotones, Young Georgian Lolitaz და LOUDspeakers. ფესტივალის პროგრამა არის ძალიან მრავალფეროვანი. ღონისძიება იქნება დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი
კონცერტი
როგორც თავად ამბობს, სამხედრო დავალების დროს კოსოვოში გიტარა თან ჰქონდა წაღებული და სიმღერებს  ტანკიდან ჩამოსვლისას ადგილობრივებისთვის და ჯარისთვის ასრულებდა ხოლმე. სწორედ ამ პერიოდში დაწერა სიმღერა „No Bravery”.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები