Hello Joe-ს დახურვა - ბოლო ღონისძიება ძველ სივრცეში

Hello Joe-ს დახურვა - ბოლო ღონისძიება ძველ სივრცეში

 

შობას 7 იანვარს დაბრუნდებით რევოლუციამდელ საქართველოში, დაბრუნდებით ბევრად უფრო გიჟური გართობით, აქ ყველაფერი არეულია, არეულია არეულია, აქ საოცრებები ხდება, ლელა წურწუმიას, ქუჩის ბიჭების, სოსო თოლორაიას, უცნობის, ჟმოტი და ბოშა ვარდოს, სეფას ბიჭების, შავი პრინცის ძმების, კონკრეტულად ძებნილებია და ჯერონიმოს, მარიკა თხელიძის, გიგა მიქაბერიძის, მერაბ სეფაშვილის, თამუნა ამონაშვილის, სტეფანეს, ლექსენის და სხვა გამორჩეული რევოლუციამდელი პოპ პიონერების დაუჯერებელი კოლაბორაცია გელოდებათ

 

ეს არის პერიოდი, სადაც ჯერ კიდევ უშუქობას ვებრძვით, მაგრამ ნელ-ნელა ნათელი ფერებიც ჩნდება ტელევიზორში.. მედია თანდათან ბედავს თამამ თემებზე საუბარს, თავხედმა ლექსენმა საკუთარ ტექსტში სიტყვა _ "სექსი" შემოიტანა (თან რამდენიმეჯერ, თან დადებით კონტექსტში)... დუტაც ნელ-ნელა იხოდება, შაქრიანი პურიდან - შოკოლადის კარაქზე გადადის ხალხი... ირაკლი ჩარკვიანი ჯერ კიდევ გარიყულია, - ის გაუგებარ რაღაცეებზე საუბრობს. 

 

მოკლედ ჟანეტიც დაგხვდებათ 7-ში 

 

ბილეთის ფასი: 5 ლარი

მსგავსი ღონისძიებები
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება საჯარო ლექცია, რომელსაც გაუძღვება ქართველი პოეტი
სხვა ივენთები
22 თებერვალს, ხუთშაბათს, 20:00-ზე გაიმართება სალონური საუბრების საღამო გელა ჩარკვიანთან, თემაზე - „მუსიკა ჩემს ცხოვრებაში“.
სხვა ივენთები
“ყველას იცნობს”, “სადაც მიდის, ყველგან ნაცნობი ხვდება”, “2 წუთში აგვარებს ტელეფონით ყველაფერს”, “ყველაფრის საქმის კურსშია” ეს ფრაზები სწორედ ყველაზე წარმატებულ ადამიანებს ახასიათებს, უფრო ზუსტად კი, სწორედ იმათ, ვისი სანაცნობო ქსელიც საკმარისად განვითარებულია.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები