Greenbeam & Leon - KHIDI-ს რეზიდენტი ტექნო არტისტების, აჩი თაბუკაშვილისა და ლეონ ლოლიშვილის პროექტი, რომელიც 2002 წელს შეიქმნა. დუოს პირველი რელიზი 2007 წელს გამოიცა და მას შემდეგ საკუთარ ნამუშევრებს ისეთ ლეიბლებზე აქვეყნებენ, რომლებიცაა: ATT Series, Fluxus Rec, WaveReform records და სხვა. ინდუსტრიულისა და ტრადიციული ტექნო ჟღერადობის სინთეზი, როგორც მათი ნამუშევრების, ასევე მათი დიჯეი სეტების მთავარ მუსიკალურ მახასიათებელს წარმოადგენს.
Frequency Shifter - G2-ის რეზიდენტი, ახალგაზრდა დიჯეი და პროდიუსერი გიგა არაბულის ტექნო პროექტი. მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია ადგილობრივი ტექნო სცენის განვითარებამ, რამაცსაკუთარი ჟღერადობა აპოვნინა. სცენაზე 2017 წლის დასაწყისში გამოჩნდა და არაერთხელ დაუკრა სხვადასხვა კლუბში. მისი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს ისეთმა არტისტებმა, რომლებიცაა: Thom Yorke, Aphex Twin, Underworld, Autechre (æ), Polar Inertia, Murcof, Luigi Tozzi, Dino Sabatini, Alessandro Cortini და სხვა. Frequency Shifter-ის პირველი რელიზი 2017 წელს ლეიბლ Structural Realism-ზე (PalmStructure-ის სუბლეიბლი) გამოცემულ კრებულ "Realism001"-ში Saphileaum-თან და 4 სხვა არტისტთან ერთად შევიდა.
Yanamaste - G2-ის რეზიდენტი, ახალაზრდა არტისტის ირაკლი დანელიას ტექნო პროექტი, რომელიც ადგილობრივ სცენაზე 2017 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ სტაბილურად პროგრესირებს. მან მოკლე დროში მსმენელს გამორჩეული ტექნო და DnB სეტებით დაამახსოვრა თავი. მასზე მთავარი გავლენა ესპანურმა ტექნომ, კერძოდ ლეიბლ PoleGroup Recordings-მა და მისმა დამფუძნებელმა Oscar Mulero-მ მაოხდინეს.
Liza Rivs - იგივე ლიზა ბასილაია, პარიზში მცხოვრები ქართველი დიჯეი და პროდიუსერი. მუსიკალური განვითარების მნიშვნელოვანი პერიოდი, როგორც დიჯეიმ საქართველოში გაატარა. მისი დებიუტი დიდ სცენაზე 2016 წელს Tbilisi Open Air / AlterVision-ის ფესტივალზე შედგა, რის შემდეგაც დაუკრა სხვა კლუბებში, როგორებიცაა: CAFE-GALLERY, SALÒ და სხვა. 2017 წელს გახდა საქართველოში პირველი ოფიციალაური Boiler Room-ის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც CAFE-GALLERY-ში შედგა, რის შემდეგაც გახდა ამავე კლუბის რეზიდენტი. ლიზას დიჯეი სეტები ორიენტირებულია ტექნო, ფსიქოდელიურ ტექნო და ინდი დენს ჟღერადობაზე. მისი სტილი სწორედ სხვადასხვა ჟღერადობის ჰარმონიული შერწყმაა. ლიზას მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს ისეთმა ლეიბლებმა, როგორებიცაა: kill the dj, Multi Culti, Les disques de la mort. ასევე ქმნის მუსიკას და სამომავლოდ გეგმავს მის გამოცემას.
Sevda - ლადუკა ნინუას G2-ის რეზიდენტი ჰაუს პროექტი, რომელსაც კარგად ვიცნობთ მისი სხვა პროექტებიდან: Oimactta და OTHR. დაახლოებით ორი წლის წინ Sevda ანონიმური ცრემლებით გაეცნო მსმენელს: #G.13 და #Shen. ეს იყო მისთვის საშუალება სხვა ფორმით მოეყოლა თავისი ისტორიები. მიუხედავად ანონიმურობისა, დაკვირვებულ ყურს არ გამოპარვია ლადუკასთვის დამახასიათებელი Pad-ები და ავთენტური მელანქოლია. პროგნოზირებდნენ, რომ პროექტის უკან სწორედ ის იდგა. Sevda არტისტისთვის ჟანრობრივი ექსპერიმენტი იყო, აქამდე თუ მსმენელისთვის ცნობილი იყო Lo-fi, Witch Wave, IDM, Techno ჟღერადობით, ამ პროექტით Lo-fi House, Deep House-ითაც გაგვეცნო.ადგილობრივმა პუბლიკამ Sevda მარტივად მიიღო და შეიყვარა, რადგან თითქოს მსმენელთა გამოუთქმელი სევდის კონვერტაცია ამ პროექტში მოხდა.
Digital Groove Affair - G2-ის რეზიდენტი დუო თბილისიდან, რომელიც 2016 წელს გიორგი კაკოიშვილისა და სოლო გაგუას შემადგენლობით შეიქმნა. მათი სეტები ძირითადად ორიენტირებულია Garage/Deep/Funky House ჟღერადობაზე.