GIZ-ის ორგანიზებით ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება თემაზე ელექტრონული

     17-18 აპრილს 09:30 საათზე სასტუმრო „იოტაში“ GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ორგანიზებით პროექტის „ელექტრონული მმართველობა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერ ენცია თემებზე: ელექტრონული სერვისები და მონიტორინგი, სმარტ ქალაქი, ელექტრონული  ჩართულობა.  საერთ აშორსო კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ელექტრონული მმართველობის სფეროს წამყვანი 50-ზე მეტი ექსპერტი და წარმომადგენელი როგორც მასპინძელი ქვეყნიდან, ასევე სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, ესტონეთიდან და გერმანიიდან.

 

საერთაშორისო კონფერენცია  მიზნად ისახავს ევ როკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის ელექტრონული მმართველობის სფეროში სამომავლო  თანამშრომლობასთან ერთად საერთაშორისო ეფექტური ურთიერთგაცვლითი ქსელის ჩამოყალ იბებას,  რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობის გეგმების განხილვა მოხდება. კონფერენციის ფორმატით გათვალისიწნებულია ასევე  ჩამოს ული ჯგუფების სამუშო შეხვედრები და მონაწილე ქვეყნებში სერვისების მიწოდების სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებულ საკი თხებზე.   

 

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს  დაფინანსებით  და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას ოფიციალურად გახსნის ერიკ მარქსი - GIZ-ის საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის პ როექტის ხელმძღვანელი, აკაკი რუხაძე - GIZ-ის პროექტის „ელექტრონული მმართველობა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ კოორდინატორი, ჰანეს ასტოკი ესტონეთის ელექტრონული მმართველ ობის აკადემიის (eGA) ხელმძღვან ელი ელ. მმართველობის მიმართულებით. 

 

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ  ქვეყნებს შორის საქართველო წამყვანი ქვეყანაა ა მ მიმართულებით. უნდა აღინიშნოს იუსტიციის სახლი ს წარმატებული მოდელი, სადაც მოქალაქეებისათვის ელექტრონული სერვისები ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედებს გამჭვირვალედ, მაღალი ხარისხით და მოქალაქებზე ორიენტირებულად. სწორედ სერვისების ეფექტური მიწოდების ასეთი მოდელის გასაცნობად საქართველოს ხშირად სტუმრობს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია.  საქართველოს წარმატებამ ამ სფეროში განაპირობა ის, რომ აღნიშნული პროექტის მენეჯმენტი საქართველოდან განხორციელდება.

 

აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, სომხეთი და უკრაინა დეცენტრალიზაციის კუთხით ერთმანეთისგან განსხვავებულ ადმინისტრაციულ რეფორმებს ახორციელებენ,  რომლის შედეგადაც მმართველობა მოქალაქეებზე ორიენტირებული და უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს. ამით  საფუძველი უნდა შეიქმნას, რომ მოქალაქეები და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლები საჭირო ადმინისტრაციული მომსახურეობებით თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფილი იყვნენ.

  პროექტის „ელექტრონული მმართველობა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მიზანია სახელმწიფო და ადგილობრივი სერვისების მიწოდების და IT ტექნოლოგიების სფეროში ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობა და ნახსენებ ქვეყნებში ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. პროექტის მიმდინარეობისას  ქვეყნების შორის ურთიერთგაცვლის საფუძველზე ერთმანეთთან მიახლოებული ინოვაციური მიდგომების დანერგვის შესაძლებლოებები იქნება განხილული და დამუშავებდა კონკრეტული საპროექტო წინადადებები.

მსგავსი თანამშრომლობის ქსელის წარმატებული გამოცდილება უკვე არსებობს ელექტრონულ მმართველობაში  ხანგრძლივი გამოცდილების მქონე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში (ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ხორვატია, კოსოვო, მაკედონია, მონტენეგრო და სერბეთი), რომელიც 2011 წელს  ევროკავშირის  ხელშეწყობი თ შეიქმნა. ამ პროექტს დიდი პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა მონაწილეების მხრიდან და დაადასტურა ამ სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთგაცვლის საჭიროება.  

 

ინფორმაცია ვებ-გვერდზე: https://www.giz. de/en/worldwide/359.html

 

მსგავსი ღონისძიებები
ღონისძიებები „ბიბლუსი გალერეა“–ს სხვადასხვა ფილიალებში გაიმართება.
სხვა ივენთები
ყველა ამბავი და ისტორია, რომელსაც წიგნი აერთიანებს, ემყარება ავტორის პრაქტიკას, საკუთარ შვილთან და სხვა ბავშვებთან ურთიერთობის საფუძველზე დაგროვილ პირად გამოცდილებას.
სხვა ივენთები
პროექტის შესახებ:პროექტი „ლურჯი ოკეანე“ ბიზნესლიტერატურის სერიაა, რომელიც ბიზნეს ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს. სერია აერთიანებს ისეთი ავტორების ნამუშევრებს, როგორებიც არიან: დევიდ ალენი, გაი კავასაკი, ერიკ რისი, ჯონ კინგი, ბრაიან თრეისი, და სხვა.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები