"FEST I NOVA" "Art Villa Garikula"-ს ტერიტორიაზე გაიმართება

        "ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალს" 10 წელი შეუსრულდა. ყოველწლიური ფესტივალი "FEST I NOVA" წელს გამოფენა „როგორც აფრიკა, კავკასია“ ("Comme Afrique, Caucase")-ს უმასპინძლებს. ფესტივალი სამი დღის განმავლობაში 23-26 სექტემბერს ჩატარდება 12:00-დან 23:00-მდე. ფესტივალი ახალქალაქში მდებარე სახელოვნებო ცენტრში "Art Villa Garikula"-ს ტერიტორიაზე გაიმართება.

 

        ფესტივალის 10 წლის იუბილეზე ფრანგი არტისტი, Charles Serruya საზეიმოდ წარადგენს არტ-ვილაში შექმნილ ქანდაკებას, რომელიც ნიკო ფიროსმანის ,,შავ ლომის'' მიხედვით შეიქმნა, ხოლო ფრანგი მოქანდაკე Richard Di Rosa გარიყულას ღია სივრცეში "ლენდ არტ" (იგივე ლანდშაფტის ხელოვნება) პროექტს , ,,ზეზვა'' უჩვენებს დამსწრე სტუმრებს.

 

        საგამოფენო სივრცეში მოეწყობა საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მხატვრის, ანრი ბასილაიას პერსონალური გამოფენა. არტ ვილა “გარიყულას” ეზოში მუსიკალურ პერფომანს წარადგენს ჯინო დოლინი. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების,მეცნიერების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორი "ფრანგული ინსტიტუტი" და სასტუმრო "სტამბა" გახლავთ.

                                     დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 599 72 83 83

 

მსგავსი ღონისძიებები
მთავარ სცენასთან რამდენიმე ასეულ მეტრში კარვების ზონა მოეწყობა
ფესტივალი
3-დან 26 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიაში 5 სხვადასხვა სცენაზე მსემენელს 150 -ზე მეტი არტისტის მოსმენა შეუძლია
ფესტივალი
ბრი­ტა­ნე­ლი მწერ­ლის ჰოლი სმე­ი­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე ბესტსე­ლე­რი „გიკი გოგო“ ის წიგ­ნია, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს უამ­რავ თი­ნე­ი­ჯერს შე­აყ­ვა­რა კი­თხვა
ფესტივალი
CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანიც დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები