ფესტივალზე არასწრულწლოვანთა დაშვება მოხდება მხოლოდ სრულწლოვანი პირის თანხლებით. სრულწლოვანი პირი, მათ შორის მშობელი, ვალდებულია წერილობით დაადასტუროს პასუხისმგებლობა არასწრულწლოვან პირზე ფესტივალის ტერიტორიაზე.
არასრულწლოვანის თანმხლები პირი ვალდებულია ფესტივალის სარეგისტრციო პუნქტში წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და დატოვოს საკონტაქტო ნომერი. ამასთან, ის უნდა იმყოფებოდეს არასრულწლოვანთან ერთად ფესტივალის ტერიტორია დატოვებამდე.
დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში საორგანიზაციო ჯგუფს უფლება აქვს დამრღვევს ფესტივალის ტერიტორია დაატოვებინოს.
ასევე, მშობლებს/მეურვეებს შეუძლიათ 12 წლამდე ბავშვები (0-11) ფესტივალზე უფასოდ შემოიყვანონ საკუთარი ბილეთის წარდგენით.
ფესტივალი არ არის პასუხისმგებელი გადამყიდველებისგან შეძენილ ბილეთებზე. რეკომენდირებულია ბილეთების შეძენა მხოლოდ ოფიციალური სელერებისგან: www.eventer.ge, www.biletebi.ge,www.tkt.ge
წინააღმდეგ შემთხვევაში ფესტივალი ვერ იქნება ბილეთის ვალიდურობის გარანტი.