Echowaves -ის ონლაინ ბილეთების გაყიდვა 21 აგვისტოს შეწყდება

     ფესტივალ Echowaves -ის დაწყებამდე ზუსტად 3 დღე  რჩება. ქართული, სლოვენიური და სერბული კოლაბორაციის პირველ შედეგს მსმენელი ანაკლიაში 23 აგვისტოდან იხილავს. პროექტო Check in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება და მისი მხარდაჭერი ცნობილი EXIT ფესტივალია.

 

ფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ  ონლაინ ბილეთების გაყიდვა შეწყდება 21 აგვისტოს - 22:00 საათზე.

ფესტივალის მულტიპასი – 170 ლარია, დღიური ბილეთი კი  – 75 ლარი.

მულტიპასის ფასი კარზე – 200 ლარი იქნება , დღიური ბილეთი  – 90 ლარი.

 

23-დან 26 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიაში 5 სხვადასხვა სცენაზე მსემენელს 150 -ზე მეტი არტისტის მოსმენა შეუძლია. 23 აგვისტოს Echowaves-ს დეტროიტ ტექნოს პიონერის, Juan Atkins-ის და თბილისის კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის ერთობლივი პროექტი,  ოფიციალურად გახსნის.

 

www.echowaves.ge

#echowaves   #findyourwave

მსგავსი ღონისძიებები
დეტრა ფარი საუკეთესო ბლუზის ქალ ვოკალისტად არის აღიარებული ჩიკაგოში.
ფესტივალი
ივენთზე მისულ სტუმრებს დღის განმავლობაში შეეძლებათ დაკავდნენ სხვადასხვა აქტივობებით და მოუსმინონ გემოვნებიან ელექტრონულ მუსიკას.
ფესტივალი
Kordz & Zagareli-Strings, ალექსანდრე კორძაიას და გიორგი ცაგარელის კამერული სიმებიანი ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართება.
ფესტივალი
ახლახან ფესტივალის ორგანიზატორებმა სრული ლაინაფი წარუდგინეს მედიას. როგორც დავით ცინცაძემ განაცხადა, წელს ფესტივალზე ოთხი სცენა იქნება, სადაც 70-ზე მეტი მუსიკოსი გამოვა, მათ შორის 20-მდე უცხოელი.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები