2 თებერვალს, BASSIANI-ის საცეკვაო მოედანზე, ვეტერანი ფინელი არტისტი ALEKSI PERALA ლაივს შეასრულებს. ფრანგი პროდიუსერი და DJ, ანდერგრაუნდ ტექნო ლეიბლის NEW FLASH / RAVE OR DIE დამაარსებელი UMWELT, კლუბის რეზიდენტ NDRX-თან ერთად დაუკრავს.
HOROOM-ის ოთახში, ფრანკფურტში დაფუძნებული DIE ORAKEL-ის ღამე გაიმართება, რომელზეც ჩანაწერებს გამოსცემენ: ROMAN FLUGEL, HARMONIA & ENO, EDWARD. დაუკრავენ ლეიბლის დამაარსებელი, საკულტო კლუბ ROBERT JOHNSON-ის რეზიდენტი და პრომოუტერი, ROBERT JOHNSON RECORDS-ის A&R - OLIVER HAFENBAUER და DIE ORAKEL-ის გამორჩეული არტისტი JAURES.