Apparat – ელექტრონული მუსიკის მსოფლიო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც 2001 წლიდან დიდ როლს ასრულებს გერმანული სცენის განვითარებაში, თუმცა Sascha Ring-მა მუსიკალურ ინდუსტრიაში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი 2000 წელს გადადგა, როდესაც Marco Haas-თან ერთად Shitkatapult-ის თანამფლობელი გახდა, რომელიც მომავალში მის მთავარ მუსიკალურ პლატფორმად იქცა. 2007 წელს სწორედ Shitkatapult-ზე გამოიცა Apparat-ის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი “Walls”.Sascha-ს კარიერაში ახალი ეტაპი მას შემდეგ დაიწყო, რაც აღიარებულ დუო MODESELEKTOR (OFFICIAL SITE)-თან ერთად პროექტ Moderat-ს დაუდო საფუძველი. 2009 წელს ტრიომ პირველი LP “Moderat” გამოსცა და მომენტალურად დაიმკვიდრა თავი ელექტრონული მუსიკის ლეგენდებს შორის.
15 დეკემბერს Apparat DJ Set-ით წარსდგება.
Cosmin TRG - რუმინელი პროდიუსერი Cosmin Nicolae-ს მრავალფეროვანი კატალოგის მქონე პროექტი. ათწლეულის განმავლობაში Cosmin-ის ნამუშევრები ისეთ ცნობილ ლეიბლებზე გამოიცა, როგორებიცაა: Hessle Audio, 50Weapons, Running Back, Rush Hour და ა.შ. კარიერის მანძილზე მან გამოსცა ორი LP (Simulat – 2011 და Gordian – 2013) MODESELEKTOR (OFFICIAL SITE)-ის ლეიბლ 50Weapons-ზე. 2014 წელს დააარსა საკუთარი ლეიბლი Fizic.Cosmin TRG ასევე არის Red Bull Music Academy-ის 2007 წლის ალუმნი
Phon_o - Carsten Aermes-მა მუსიკის შექმნა აქტიურად 1998 წელს დაიწყო და ორი წლის შემდეგ სადებიუტო რელიზიც გამოსცა. ამ პერიოდში შეუერთდა Shitkatapult-ის კოლექტივს. სწორედ ამ ლეიბლზე 2005 წელს გამოიცა Phon.o-ს LP “Burn Down The Town”. ამის შემდეგ Carsten-მა ქტიურად დაიწყო თანამშრომლობა MODESELEKTOR (OFFICIAL SITE)-ის 50Weapons-თან, სადაც გამოიცა მისი 8 EP და ერთი სტუდიური ალბომი “Black Boulder”.
Boyd Schidt - KHIDI-ს რეზიდენტი დუო Greenbeam & Leon-ის წევრის, ლეონ ლოლიშვილის ტექნო პროექტი, რომელიც დაახლოებით 8 წელია არსებობს. 2014 წელს Boyd Schidt-ის "Morning Utopia" მოხვდა Studio R-ის კრებულ “Various 003”-ში: Fred P. AKA Black Jazz Consortium, Zadig, Brendon Moeller Echologist Beat Pharmacy-სა და Mike Parker-ის ტრეკებთან ერთად. იმავე წელს ქართველმა არტისტმა WaveReform records-ზე გამოაქვეყნა სოლო რელიზი "Structure". დღესდღეობით ქართველი ტექნო პიონერი ჯერ კიდევ აქტიურადაა ჩართული მუსიკის შექმნასა და დიჯეინგში მსოფლიოს გარშემო, რითიც თავისი წვლილი შეაქვს ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის განვითარებაში. 2017 წელს ლეონმა მეგობარ პოლონელ არტისტ N1KT-თან ერთად დაარსა დაბ ტექნო ლეიბლი 2529 KM.
Vulkanski - KHIDI-ს რეზიდენტი, ქართული ტექნო სცენის პიონერი აჩი თაბუკაშვილის პროექტი, რომელიც ძირითადად ტექნოსა და ინდუსტრიულ ჟღერადობაზეა ორიენტირებული. იგი ასევე არის პროექტ Greenbeam & Leon-ის წევრი (ლეონ ლოლიშვილთან ერთად).