5 ოქტომბერს 21:30-დან რესტორან "პუბლიკის" სცენაზე თავისი დიჯეი სეტით გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი მატიას კოელი (Matthias Koehl), (რომელიც ცნობილია თავისი სასცენო ზედმეტსახელით "Bratenschneider"), საკუთარი ჰიპ-ჰოპ სეტით წარსდგა მსმენელის წინაშე. მატიასი ჰამბურგული ელექტრონული სცენის ერთ-ერთი ცნობილი არტისტია. იგი ჰამბურგის გარდა, სხვადასხვა გერმანულ ქალაქში უკრავდა.
სეტზე არაერთი ცნობილი ჰიპ ჰოპ ჰიტის "Bratenschneider"-ული მიქსი შესრულდა. მატიასს ისეთ ცნობილ ფესტივალზე დაუკრავს, როგორიც არის Fusion Festival, რომელიც გერმანიაში იმართება. მატიასი ჰიპ-ჰოპის სეტების გარდა, ასევე Psy-Trance-ს, მინიმალისტურ და ფსიქოდელიურ ტექნოს უკრავს.
P.S. როდესაც მატიასს ვკითხე თუ რა იყო მისი ინსპირაცია, იმისათვის, რომ მუსიკა შეექმნა, მან მე მიპასუხა, რომ: მისი ინსპირაცია დედა იყო.