რა სასიამოვნოა, როდესაც დღესასწაულს უქმე დღე ემთხვევა. 3 მარტი, დედის დღე შაბათია, ამიტომ, შეგიძლიათ დაუვიწყარი საღამო მოიწყოთ, არ იდარდოთ დილით ადგომაზე და საყვარელ დედას ჯადოსნური ამბები მოუწყოთ. Events.Ambebi.Ge ტრადიციულად გთავაზობთ, ყველა გემოვნებასა და ასაკს მორგებულ სიას, სადაც ნახავთ უკლებლივ ყველა მაგარ ივენთს, რაც 3 მარტს გაიმართება.
3 მარტს ქართველი ვარსკვლავები გალა-კონცერტს თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართავენ . დედის დღეს, ქართველი ვარსკვლავები ქველმოქმედების იდეის გარშემო გაერთიანდებიან. კონცერტში მონაწილეობისთვის მეტროპოლიტენ ოპერაში ტრიუმფის შემდეგ, ნიუ-იორკიდან ჩამოვა აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი. რამდენიმე დღეში შემოქმედებით გუნდს ამსტერდამინად ასევე შემოუერთდება დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, კლასიკურ ნაწარმოებებთან ერთად, შესრულდება ნიკოლოზ რაჭველის კომპოზიცია და ორიგინალური საავტორო ვერსიები.
Hard Rock Cafe Tbilisi-ში ჯგუფი ლეიდიბერდის კონცერტი შაბათს 21:00 საათზე დაიწყება.
3 მარტს 23:00 საათიდან დილის 06:00-მდე “KELLER Bar”-ში შეძლებთ, Bacho b2b Tomma, Daria Zet და Somnium-ის მოსმენას. მისამართი: მერაბ კოსტავას ქ. #36
გრძელდება ღვინოსთან დაკავშირებული ღონისძიებების სერია, რომელსაც კომპანია Allwine.ge და წიგნის მაღაზიათა ქსელი ბიბლუსი წარმოგიდგენთ, ამჯერად ღონისძიება ბათუმის "ბიბლუსი გალერეაში" გაიმართება.
ღონისძიებაზე სტუმრებს ღვინის კომპანია Tbilvino თბილღვინო და იტალიური კაფე Piatto • პიატო გაუმასპინძლდებიან. მეორე ნაწილში კი საღამოს სასიამოვნო მუსიკით მუსიკალური ბენდ Road Radio გააფორმებს. მის: ბათუმი „ბიბლუსი გალერეა“, მემედ აბაშიძის N52. დაწყების დრო: 19:00
3 მარტს, თბილისის სპორტის სასახლეში რუმინელი პოპ მომღერალი Akcent-ი კონცერტს გამართავს.
დედის დღეს კლუბში 10/11 22:00 საათზე დათო გომართელის კონცერტი გაიმართება. საღამოს კი დაასრულებს DJ.
თუკი, მტკვრის პეიზაჟით დტკობას გადაწყვეტთ და თან ელექტრონული მუსიკა მოგწონთ, კლუბ TIVI-ზე დიდი ამბებია.
„ასსა ჰოლში“ დედის დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ხატია შამუგია სიურპრიზებით და სურნელოვანი პრიზებით წარმოგიდგენთ, მერაბ სეფაშვილის საღამოს. დასაწყისი: 22:00
„ბუდა ბარში“ 3 მარტის საღამოს მუსიკალურად გააფორმებს Yellow Band. შემდეგ დაუკრავს "ბუდა-ბარის" რეზიდენტი დიჯეი ურუ. დრესკოდი - ელეგანტური. დასაწყისი: 21:00
კინოთეატრ ამირანში შაბათს, „მე გადავცურე ენგური“ დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება. დასაწყისი: 19:00
რესტორანში "ავალონ" 3 მარტს 20:00 საათიდან საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ: თემო რცხილაძე; დეა ქევხიშვილი; ბორის ბედია. მისამართი: ა.ბაქრაძის #40
3 მარტს 23:00 საათზე ჯგუფი ქუჩის ბიჭები "პიანინოში". მოქმედებს ასაკობრივი ზღვარი: 22 წლიდან.
შაბათს მტკვარზე Voigtmann, Markus Sommer, Nuji, Berika და Body Thrills დაგხვდებათ. კარი 23:00 საათზე გაიღება, შუაღამემდე შესვლა უფასოა.
3 მარტს "პარამპაში", საღამოს მუსიკის სამყაროში გამოგზაურებენ BP 24 is კურსდამთავრებული Newcomer DJ დავით ერისთავი (მელოდიური ტექჰაუსი, დიფ ჰაუსი) და მიშა მეტრეველი. დასაწყისი: 22:00
აღნიშნე 3 მარტი "კაფე-თეატრში" შენს ძვირფას ადამიანთან ერთად. ყველა თაობისთვის საყვარელ ქალაქურ სიმღერებს ჯგუფი "იმღერე რამე" შეასრულებს.
იცეკვე ისე, თითქოს არავინ გიყურებდეს! 3 მარტს, 20:00 სთ-დან „ლუმოსი“ გეპატიჟებით "ექსტაზურ ცეკვაზე" Never thesame-ის და Obri-ს მუსიკალური და ენერგეტიკული გაფორმებით. დასაწყისი: 20:00. მისამართი: ბახტრიონის #11ბ.
3 მარტს, დედის დღეს რესტორან "ლოტრეკში" მერაბ სეფაშვილი თქვენთვის იმღერებს. დასაწყისი: 20:00
Caliente Dance Group Tbilisi გეპატიჯებათ კაფე-ბარ "დარიანში" ლათინურ-სოციალური ცეკვების ცეცხლოვან საღამოზე. დასწრება შეუძლია ყველა ლათინური ცეკვის მოყვარულს. დასაწყისი: 21:00.
ია ტომაში და გიგა პაპასკირი რესტორან "საფერავში" შაბათს, 3 მარტს, 21 საათზე.
ცოცხალი მუსიკა და სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ, შაბათს რადიო-კაფეში დოლიძეზე 20:00 საათიდან.
3 მარტი დედის დღე რესტორან "წიწამურში" ჯგუფი ეგარი. დასაწყისი: 19:00.
ჯგუფის „არა“ ყველაფრის მხარდასაჭერი აკუსტიკური კონცერტი 3 მარტს „ანტიშფოთში“. დასაწყისი: 19:00.
ერეკლე დეისაძის ახალი მუსიკალური პროგრამა „ჩაგრულო“ „სფეისჰოლში“. პროგრამა ახალ და ძველ სიმღერებს მოიცავს, რომელსაც ცოცხალ ბენდთან ერთად შეასრულებს. /არჩილ სულაქველიძე - Guitar / Bass, სანდრო სულაქველიძე - Drum/.
კონცერტამდე დაუკრავენ: TeTe Noise & Aine Merme FKA Natuka Natsvlishvili
კონცერტის შემდგომ დაუკრავს Nicole და დაასრულებს Berika. დასაწყისი: 20:00.
შაბათს ბასიანზე - Vodkast Records-ის სტუმარია სტამბოლის სცენის გამორჩეული და ძალიან საინტერესო დისკ ჟოკეი - Zozo (Macadam Mambo), რომელიც 2007 წლიდან მშობლიური ქალაქის და შემდგომ საერთაშორისო სცენაზე ორიგინალური დიჯეინგით და სელექციით ქმნის ფანკის, დისკოს, ჰაუსის, ტექნოს და აღმოსავლური მუსიკის ეკლეკტურ ნაზავს. Horoom-ის ოთახს Vodkast-ის გუნდის წევრები Third Soul, Vakho და JD J დაამშვენებენ. დასაწყისი: 23:30
3 მარტს, MZESUMZIRA Showcase-ის სერიის მორიგი ივენთი KHIDI-ზე, G2 სცენაზე. MZESUMZIRA-ს რეზიდენტებთან ერთად ივენთზე დაუკრავს მოწვეული არტისტი - L8. დასაწყისი: 23:00
ჯაზ-კაფე "ზინგერი" წარმოგიდგენთ, რეზო კიკნაძე საქსოფონი, ლაშა საყვარელიძე საქსოფონი, ლუკა თოფურია პიანო, მიშა ჯაფარიძე ბასი, ნიკა გაბაძე გიტარა, კუკუ ჭოლაძე დოლები. დასაწყისი: 21:00
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი წარმოდგიდგენთ პიოტრ ჩაიკოვსკის ორმოქმედებიან ბალეტს „გედების ტბა“.
"რაგბი ევროპის ჩემპიონატი" - საქართველო - ესპანეთის თამაში მიხეილ მესხის სტადიონზე 18:00 საათზე გაიმართება.
შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ღონისძიება და კარგად გაერთეთ!