26 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჯეიმს ბლანტის კონცერტი გაიმართა

  ბრიტანელმა ვარსკვლავმა მსოფლიო ტურნე საქართველოში გამართული კონცერტით დაასრულა. ჯეიმს ბლანტი სცენაზე 22:00 საათზე გამოვიდა. მანამდე კონცერტის სტუმრებს მასპინძელი ჯგუფების შესრულება შეეძლოთ მოესმინათ: Loudspeakers - ცნობილი ქართული როკ ჯგუფი, რომელმაც უზარმაზარი პოპულარობა Tbilisi Altervision მუსიკალური ფესტივალით მოიპოვა და Young Georgian Lolitaz - ენერგიული და ძლიერი როკ ჯგუფი. მამაკაცებით დაკომპლექტებული პირველი ბენდი, რომელიც 2016 წლის „ევროვიზიაზე“ საქართველოდან წარსდგა. ასევე, ბრიტანელი ვარსკვლავის შესრულებამდე, ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა დამტკბარიყო  მოწვეული ჯგუფის შესრულებით. The Parlotones - როკ ბენდი იოჰანესბურგიდან (სამხრეთ აფრიკა).  სიყვარულსა და ცხოვრებისეულ მოტივებზე შექმნილმა მათმა სიმღერებმა  უფრო მეტი მრავალფეროვნება შემატა ფესტივალს.

 

 

“მე მინდა გითხრათ ერთი რამ  ამ მნიშვნელოვან დღეს, მე და ჩემი ბენდი, ჩვენ ვიყავით ტურნეზე მსოფლიოს გარშემო. გასულ ივნისს დავიწყეთ ტურნე და პირველად  ჩრდილოეთ ამერიკას ვესტუმრეთ, ასევე ვიყავით სამხრეთ ამერიკაში, ვიმოგზაურეთ ევროპის გარშემო, ვესტუმრეთ ავსტრალიასა და აზიას... თუმცა ეს ყველაფერი იყო პრაქტიკა, რომ მოვსულიყავით მნიშვნელოვან ხალხთან, რომელიც ხართ თქვენ. დიდი პატივია აქ ყოფნა, ამ არაჩვეულებრივ და ძალიან ლამაზ ქვეყანაში.“ ,- ჰყვებოდა ჯეიმს ბლანტი კონცერტის განმავლობაში.

 ბრიტანელმა ვარსკვლავმა არაჩვეულებრივი საღამო აჩუქა ქართველ ფანებს. მან იმღერა ისეთი ჰიტები, როგორიცაა: “You’re Beautiful”, “Goodbye my lover” და “Love Me Better“.  ასევე შეასრულა სიმღერები ახალი ალბომიდან „ The AfterLove”.

 

 

 

მართალია მიხეილ მესხის სტადიონი ბოლომდე ვერ შეივსო და ამინდმაც არ გაამართლა, თუმცა გრემის ხუთგზის ნომინანტი ჯეიმს ბლანტი ბოლომდე დაიხარჯა და კონცერტზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამორჩეული სანახაობით დამტკბარიყვნენ.

კონცერტი "Check in Georgia"-ს ფარგლებში გაიმართა. ჯეიმს ბლანტი პირველი საერთაშორისო ვარსკვლავია, რომელიც კომპანია Black Pearl Live-ის მოწვევით ჩამოდის.

Live ვიდეო კონცერტიდან. 

 

მსგავსი ღონისძიებები
6 ოქტომბერს კლუბ "ეკლიფსში" "ქუჩის ბიჭების" კონცერტი გაიმართება
კონცერტი
#სიცოცხლისათვის სუხიშვილები, 33ა და ნიაზ დიასამიძე, ნინო ქათამაძე
კონცერტი
"15 მაისი ჩემთვის ნატვრის ახდენის დღეა, ჩვენ ვუკრავთ თქვენთვის იგორ სტრავინსკის რევოლუციურ და გენიალურ „კურთხეულ გაზაფხულს."
კონცერტი
ქართველი მაყურებელი აღმოსავლური ხელოვნების ზღაპრულ სამყაროში აღმოჩნდა +ვიდეო
კონცერტი
კვირის ღონისძიებები