2017 წლის საუკეთესო ქართველი ქუბერები ცნობილია

წელს საქართველოში Coub-ების დაჯილდოება პირველად ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა ქუბერებმა მიიღეს. გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში დასახელდა, მათ შორის იყო სპონსორის რჩეულიც.

 

როგორც აღმოჩნდა, Coub-ების 2017 წლის დაჯილდოებაზე, კონკურენცია  საკმაოდ მაღალი იყო. ერთ-ერთი გამარჯვებული, ამირან ჯიმშერაშვილი events.ambebi.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ დაჯილდოებას, აქამდე საქართველოში ანალოგი არ ჰქონია და სფეროს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

„ წელიწადნახევარზე მეტია რაც ქუბებს ვაკეთებ, მხიარულ და ქართულ თემატიკაზე. ეს დაჯილდოება იმითაა, ალბათ, მნიშვნელოვანი, რომ აქამდე არ ყოფილა მსგავსი რაიმე სარგებლისმომტანი ღონისძიება, ჩემთვის მოტივი იქნება, რომ გავაგრძელო და უკეთესი ქუბები შევქმნა.“

 

გიორგი მჭედლიშვილი საუკეთესო რადიო ქუბის ავტორი გახდა, ჩვენთან საუბარში ისიც აღნიშნავს, რომ მსგავსი ღონისძიებები ქუბერებისთვის კარგი მოტივაციაა.

 

„ეს პირველი იყო როდესაც ჩაატარეს მსგავსი ღონისძიება. პირველ რიგში იმით არის კარგი, რომ ამდენი შრომა და წვალება, რაც ქართველმა ქუბერებმა გაიღეს დაფასდა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ამ ღონისძიებას მიეცემა ყოველსწლიური სახე და ჩვენც ქუბერებს მეტი მოტივაცია გვექნება.“

 

 

ორგანზატორები აღნიშნავენ, რომ ამ ღონისძიებას ყოველწლიური სახე მიეცემა და იმედოვნებენ, რომ ქართველი ინტერნეტმომხმარებლების მიერ კრეატიული ქუბების შექმისთვის ერთგვარი მოტივაცია იქნება.

 

2017 წლის Coub-ების დაჯილდოების ნომინაციები და გამარჯვებულები:

საუკეთესო რადიო ქუბი - გიორგი მჭედლიშვილი

საუკეთესო mashup - ირაკლი კვინიკაძე

საუკეთესო ქუბი ქართულ თემატიკაზე - გიორგი მეშველიანი

სპონსორის რჩეული - უჩა გოგიჩაშვილი(charlie broun)

საუკეთესო დაუფასებელი ქუბი  - ამირან ჯიმშერაშვილი

საუკეთესო ქუბერი - თემო გორისელი

მსგავსი ღონისძიებები
შემზარავი დრაკონისა და პატარა, ნაზი გოგონას მეგობრობასა და სიყვარულზეა ეს წიგნი, რომელიც ჯორჯ მარტინთან ერთად, ცნობილმა მხატვარმა ლუის როიომ თავგანწირვის დაუვიწყარ მხატვრულ ტილოდ აქცია.
სხვა ივენთები
"იმას არ ვამბობთ, რომ კლუბებში სიარული და ცეკვა მოგვბეზრდა, ეს სხვა რამეზეა…მუსიკის სიყვარულზე მის ფიზიკურ განსახიერებაში…"
სხვა ივენთები
წიგნი ოთარ მეღვინეთუხუცესის ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავს
სხვა ივენთები
“ყველას იცნობს”, “სადაც მიდის, ყველგან ნაცნობი ხვდება”, “2 წუთში აგვარებს ტელეფონით ყველაფერს”, “ყველაფრის საქმის კურსშია” ეს ფრაზები სწორედ ყველაზე წარმატებულ ადამიანებს ახასიათებს, უფრო ზუსტად კი, სწორედ იმათ, ვისი სანაცნობო ქსელიც საკმარისად განვითარებულია.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები