20 მაისს, ლელა წურწუმია და Goofy Land live კონცერტს გამართავს.

  რეჟისორი - დავით დოიაშვილი, ხმის რეჟისორი - jerard albo, ფოტო - grigor devejiev, სცენოგრაფი - ვანო ჭელიძე, მონაწილეეები - goofyland, დავით მაზანაშვილის ორკესტრი, მოცეკვავეების დასი, შესრულდება საინტერესო დუეტები და ახალი სიმღერები.

 

 

 ლელა წურწუმიამ ორი ახალი სიმღერის პრემიერა და სამი კოცნერტი დააანონსა სხვადასხვა კლუბში, 8 მარტის შემდგომ კი თბილისში სოლოგამოსვლებს წყვეტს, ვინაიდან 20 მაისის დიდი სოლოკონცერტისთვის იწყებს მზადებას. მომღერალი  სამომავლო გეგმების შესახებ Facebook-ის გვერდზე სტატუსს დებს:

"8 მარტს შედგება ჩემი კონცერტი კლუბ Otium-ში, Goofy land-თან ერთად, ამის მერე თბილისში ჩემი კონცერტები აღარ იქნება 20 მაისამდე, რადგან მთელი მობილიზაცია უნდა გავაკეთოთ ფილარმონიაზე, სადაც 20 მაისს ჩატარდება ჩემი დიდი სოლოკონცერტი, ძალიან მაგარი და საინტერესო შოუ- კონცერტი გელოდებათ…

მარტი-აპრილის თვეში ვაპირებთ „გუფი ლენდთან“ ერთად, ქუთაისის და თელავის თეატრებს ვეწვიოთ, ზაფხულში კი ბათუმს და სხვა ქალაქებს…

მოკლედ, 20 მაისს , ფილარმონიისთვის დიდი სამზადისი დაიწყო“.,- ჰყვება მომღერალი თავისი გეგმების შესახებ. 

 

 

მსგავსი ღონისძიებები
ჟღერადობა სრულიად ექსპერიმენტულია
კონცერტი
უკრაინელი მუსიკოსი Monatik 17 ნოემბერს სპორტის სასახლეში კონცერტს ჩაატარებს.
კონცერტი
ფესტივალის ფარგლებში, 20 იანვარს, მსმენელის წინაშე რუსი ვირტუოზი პიანისტი, ბორის ბერეზოვსკი წარსდგება.
კონცერტი
კომპანია fix group აძლევს საშუალებას ქართველ მსმენელს დაესწროს რუმინელი პოპ მუსიკის მომღერლის Akcent კონცერტს.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები