20 იანვარს KHIDI-ის სცენაზე სამი  პიონერი დიჯეი დაუკრავს

Sevda - ქართველი არტისტის ლადუკა ნინუას ჰაუს პროექტი, რომელსაც კარგად ვიცნობთ მისი სხვა პროექტებიდან - Oimactta და OTHR. დაახლოებით ერთი წლის წინ Sevda ანონიმური ცრემლებით გაეცნო მსმენელს - #G.13 და #Shen. ეს იყო მისთვის საშუალება სხვა ფორმით მოეყოლა თავისი ისტორიები. მიუხედავად ანონიმურობისა, დაკვირვებულ ყურს არ გამოპარვია ლადუკასთვის დამახასიათებელი Pad-ები და ავთენტური მელანქოლია. პროგნოზირებდნენ, რომ პროექტის უკან სწორედ ის იდგა. Sevda არტისტისთვის ჟანრობრივი ექსპერიმენტი იყო, აქამდე თუ მსმენელისთვის ცნობილი იყო Lo-Fi, Witch Wave, IDM, Techno ჟღერადობით, ამ პროექტით Lo-Fi House, Deep House-ითაც გაგვეცნო.ადგილობრივმა პუბლიკამ Sevda მარტივად მიიღო და შეიყვარა, რადგან თითქოს მსმენელთა გამოუთქმელი სევდის კონვერტაცია ამ პროექტში მოხდა.

 

Gio Shengelia - ლოკალური ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი გამორჩეული და პიონერი დიჯეი.

 

Trotsky - ქართველი დიჯეი და პროდიუსერი რატი ხაზალიას პროექტი. მიუხედავად მისი ხედვისა, რომ იგი სეტის დროს ტრეკებს ჟანრებად არ ყოფს, მაინც შეიმჩნევა მინიმალისტური ხაზი, რომლის გარშემოც ტრიალებს მთელი სელექცია.

მსგავსი ღონისძიებები
როგორც ჩანს, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს მოენატრათ მასთან შეხვედრა.
კლუბი/ლაუნჯი
13 ოქტომბერს კლუბ "უღრან ტყეში - In The Dense Forest"-ში DJ-ები Gødless Gød და CHEMIA თავიანთ სეტებს დაუკრავენ
კლუბი/ლაუნჯი
Red Axes - ორი მეგობარი, მანქანები, ფსიქოდელია, და მუსიკის, ხმისა და მოძრაობის უპირობო სიყვარული
კლუბი/ლაუნჯი
ულამაზესი ხედები, სასიამოვნო გარემო და გემოვნებიანი მუსიკა
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები