19 მარტს გივი ვაშაკიძის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების გამოფენა გაიხსნება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში 19 მარტს გივი ვაშაკიძის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების გამოფენა გაიხსნება. 

 

გამოფენაზე მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული „ვეფხისტყაოსნის“ პოემის 120–ზე მეტი ილუსტრაცია იქნება წარმოდგენილი. ნამუშევრები აკვარელსა და ზეთშია შესრულებული და მათი ჩვენება ფართო საზოგადოების წინაშე პირველად მოხდება.

 

გამოფენის მიზანია, საგამომცემლო სახლების დაინტერესება, რათა გივი ვაშაკიძის მინიატურები წიგნად გამოიცეს.

მსგავსი ღონისძიებები
ინდოეთისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნების ასეთი მასშტაბური გამოფენა საქართველოში პირველად ეწყობა.
გამოფენა
უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე" ფარგლებში გამართულ გამოფენაზე გოგი ხოშტარიას ლექციას წაიკითხავს
გამოფენა
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 80-90-იან წლებში საქართველოში მოღვაწე 24 არტისტის შემოქმედება.
გამოფენა
27 სექტემბერს თეატრისა და კინოს მსახიობის გიორგი ნაკაშიძის პერსონალური გამოფენა გაიმართება.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები