17 აგვისტოს, ბათუმში, სექტორ 26-ში უცნობი პირველად 18-წლიანი პაუზის შემდეგ, საკლუბო კონცერტს გამართავს და მაყურებლის წინაშე წარსდგება. სპეციალურად ამ კონცერტისთვის ზღვის პირას სცენა აშენდა. თავად უცნობმაც მიმართა მსმენელს და შესთავაზა: „მოდი, გავაკეთოთ რამე ერთად“. უცნობის ვიდეომიმართვას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც ჩანს, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს მოენატრათ მასთან შეხვედრა. ბოლო დროს უცნობისგან მუსიკალური სიახლეები აღარ გვსმენია. მისი ძველი სიმღერები ხალხს უყვარს, მაგრამ ახალი რეპერტუარი არ გაუკეთებია. ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა თავისი კომპოზიციებით.