16 აპრილს თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

       „თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“ 2011 წელს თბილისის მერიის  დაფინანსებითა და ხელოვნებათმცოდნე – მაია ჩაჩავას ინიციატივით დაფუძნდა.

 

2013 წლიდან, კი დაარსდა  ა(ა)იპ „თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“. რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია ქორმაისტერი – არჩილ უშვერიძე.

 მიმდინარე  ფესტივალის თანადამფინანსებელია კულტურისა და სპორტის სამინისტრო   საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად.

ფესტივალის პარტნიორი და თანაორგანიზატორია საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

ფესტივალი უკვე მერვე წელია დიდი წარმატებით ტარდება და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა როგორც ქალაქის, კულტურულ ცხოვრებაში, ასევე საგუნდო მუსიკის მოყვარულთა შორის. მისი მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადაციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია. შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან და მათი შემოქმედების გაცნობა ქართველი მსმენელისთვის.

წელს  ფესტივალი  28  პროფესიულ  გუნდს უმასპინძლებს.

უცხოეთის გუნდებთან ერთად, ფესტივალში ტრადიციულად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული პროფესიული და ბავშვთა გუნდები. იმდენად დიდია უცხოეთის გუნდების დაინტერესება და ფესტივალში მონაწილეობის სურვილი, რომ წელს  შვიდი პროფესიული გუნდი ჩამოდის  სხვადასხვა ქვეყნიდან:

 

1.       ბორდოს უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი “Le Choeur Voyageur”

2.       კაუნასის გუნდი “Kamertonas”

3.      ტალინის წმიდა კარლის ეკლესიის კამერული გუნდი „კანორუსი“

4.      ფილიპინელთა ვოკალური ანსამბლი დუბაიდან

5.       სოპოტის კამერული გუნდი "Continuo"

6.       კამერული გუნდი "Cantamus Berlin"

7.       Little Singers of Armenia

 

 

თბილისის  საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალი 2018 წლის 16 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით გაიმართება.

განსხვავებული ფორმატით ჩატრადება 21 აპრილის საფესტივალო კონცერტი ივენთ  ჰოლ ქარვასლაში–  ქართული მუსიკა  ზვიად ბოლქვაძესა და ქართული ესტრადის ცნობილ მომღერლებთან  ერთად.

 

 „თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალი“–ს საზეიმო დახურვა გაიმართება  12 მაისს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 19:00 საათზე.

  

თბილისის  საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალის განრიგი:  

 

16 აპრილი,  გახსნითი კონცერტი  18:00

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

·         თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი

·         თელავის ქალთა კამერული გუნდი „კახეთის ჰანგები“

·         ახალგაზრდული შერეული გუნდი „თუთარჩელა“

·         ბორდოს უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი “Le Choeur Voyageur”

 

 

21 აპრილი   20:00

ივენთ ჰოლი ქარვასლა   

 

ქართული მუსიკა ზვიად ბოლქვაძესა  და აფხაზეთის კაპელასთან ერთად

 

25 აპრილი   19:00

რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი

·         ბათუმის ქალთა კამერული გუნდი

·         ბათუმის მუსიკალური ცენტრის სახელმწიფო კაპელა

·         კაუნასის გუნდი “Kamertonas”

 

1– მაისი     15:00

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი

 

·         ტალინის წმიდა კარლის ეკლესიის კამერული გუნდი "Canorus"

·         თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატის გუნდი

·         თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრუტურის გუნდი

 

5 მაისი        17:00

თბილისის ევანგელისტურ–ლუთერანული ეკლესია

 

·         ანსამბლი „რენესანსი“

·         თბილისის ევანგელისტურ–ლუთერანული ეკლესიის გუნდი

·          ფილიპინელთა ვოკალური ანსამბლი დუბაიდან

·         ნიკო სულხანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო კაპელა

 

6 მაისი     18:00

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი

 

·         ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის გოგონათა გუნდი

·         თბილისის გოგონათა გუნდი

·         გორის ქალთა კამერული გუნდი

 

8 მაისი  18:00

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

·         თბილისის მსახიობ ქალთა და ქალთა საერთაშორისო ასოციაციის გაერთიანებული გუნდი

·         თბილისის ბავშვთა გუნდი

·         ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო–სადირიჟორო განყოფილების უფროსკლასელთა გუნდი

·         ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდი

·         ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა გუნდი

·         ვაჟთა გუნდი „მძლევარი“

·         გორის სამუსიკო კოლეჯის მოსწავლეთა გუნდი

·         სოპოტის კამერული გუნდი "Continuo"

 

11 მაისი  19:00

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი

 

·         Little Singers of Armenia

·         კამერული გუნდი "Cantamus Berlin"

 

12 მაისი,   დასკვნითი კონცერტი   19:00

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი

 

·         სოპოტის კამერული გუნდი "Continuo"

·         გორის სამუსიკო კოლეჯის მოსწავლეთა გუნდი

·         თბილისის გოგონათა გუნდი

·         Little Singers of Armenia

·         კამერული გუნდი "Cantamus Berlin"

·         ახალგაზრდული შერეული გუნდი „თუთარჩელა“

 

მსგავსი ღონისძიებები
Funday Park  მორგებულია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანზე.
ფესტივალი
პირველი 4GB-დან დღემდე ფესტივალის ჰედლაინირი, გიოს ყველა დროის საყვარელი არტისტი, მიხაელ მაიერია.
ფესტივალი
მსმენელის წინაშე წელს 70-ზე მეტი არტისტი წარდგება
ფესტივალი
18 ნოემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, პირველად ისტორიაში ფილარმონიის ივენთ ჰოლში ქართული ჯიშის (გენეტიკის) სურსათის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები