14 იანვარს მთაწმინდის პარკი გეპატიჟებათ კალანდობაზე. თუ გსურთ ქალაქიდან გაუსვლელად შეიგრძნოთ ნამდვილი გურული ახალი წლის გარემო, დააგემოვნოთ გურული ღვეზელები, თაფლი და ჯანჯუხები - მაშინ არაფერი სხვა არ დაგეგმოთ და მიდით პარკში დილის 11:00 საათიდან.
აქვე დაგხვდებათ გურული პოლიფონიური მუსიკა, შეძლებთ დაესწროთ არყის გამოხდის ტრადიციას და ადგილზევე დააგემოვნებთ თაფლის არაყს, რომლის დამზადებაც სწორედ გურულებისთვისაა დამახასიათებელი.
14 იანვარს გურია მთაწმინდის პარკშია