14 თებერვალი ვალენტინობის დღესასწაულია, Events.Ambebi.Ge ტრადიციულად გთავაზობთ წვეულებების ნაკრებს. დაგეგმეთ ვალენტინობის დღესასწაული და გაატარეთ ეს დღე სასიამოვნო და რომანტიკულ გარემოში.
"ჰარდ როკ კაფე", ვალენტინობის საღამოს წარმოგიდგენთ - სტეფანეს ცოცხალი კონცერტით ბენდთან ერთად.
14 თებერვალს, "რესპუბლიკა" წარმოგიდგენთ კუპიდონ წვეულებას, Jimi Jules- ისა და Beast & Beauty - ის მონაწილეობით.
ვალენტინობას, "რუფტოპ ტერასა" წარმოგიდგენთ ნინი ბადურაშვილის და ბენდის NONSTOP კონცერტს. კონცერტზე ქართული და მსოფლიო ჰიტების გარდა ნინი საკუთარი რეპერტუარიდანაც შესასრულებს სიმღერებს.
ვალენტინობას, ანრი ჯოხაძე იზრუნებს თქვენს რომანტიკულ განწყობაზე, კლუბ 10/11- ში. საღამოს დაასრულებს DJ.
14 თებერვალს, 20:00 საათზე, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში წარმოგიდგენთ, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტს. სოლისტი - ვალერიან შიუკაშვილი. პროგრამაშია: პეტრე ჩაიკოსვსკის საფორტეპიანო კონცერტი N1
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საფორტეპიანო სონატების საღამო გაიმართება, ვალენტინობის დღეს 18:00 საათზე. საღამოს ახალგაზრდა კომპოზიტორი და პიანისტი სანდრო ნებიერიძე გაუძღვება. საკუთარ კომპოზიციებთაბ ერთად შეასრულებს, ბეთჰოვენის, პროკოფიევისა და რახმანინოვის ნაწარმოებებს.
გაატარეთ ვალენტინობის საღამო "ვერებლუმსში". სასიამოვნო და რომანტიული გარემო, Gigi Pianoman - ის მიერ შესრულებული მომაჯადოვებელი მუსიკა.
გაატარეთ წლის ყველაზე რომანტიული დღე განსაკუთრებულად. რესტორანი "ატრიუმი" 14 თებერვალს, ვალენტინობას, მეგი გოგიტიძის კონცერტზე გეპატიჟებათ. მომღერალი ბენდთან ერთად ძველ და ახალ სიმღერებს, სპეციალურად ატრიუმის სტუმრებისთვის შეასრულებს.
14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, "ოტიუმი" წარმოგიდგენთ Justus Kohncke-ს ლაივ შესრულებას და Machaidze-ს დიჯეი სეტს. წვეულებაზე მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა 21 წლამდე.
მოუწყვე შენს რჩეულს განსხვავებული ვალენტინობა, „ბირ თაიმში“ ყველასთვის საყვარელი ჯგუფი "რეზო და ბავშვები" იზრუნებს თქვენს განწყობაზე.
ვალენტინობის დღეს, 21:00 საათზე , რესტორანი "თავადური" გიწვევთ დაუვიწყარ საღამოზე. სპეციალურად თქვენთვის მოწვეული სტუმარი ლელა წურწუმია.