13,15,16 და 20 სექტემბერს თბილისში 300-ზე მეტი ფოტო-ნამუშევარი გამოიფინება მულტიმედიური სახით "Tbilisi Photo Festival 2018"-ის ფარგლებში. ფესტივალის თემა ეხება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის გვისტოს ომის 10 წლის თავს. გამოიფინება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრები. თბილისი კვირეულის მანძილზე კავკასიის რეგიონის “ფოტოგრაფიის დედაქალაქი“ გახდება.