26 დეკემბერს ჯგუფი Outsider და რობი კუხიანიძე დედაენის ბაღში დაუკრავს.
საახალწლო ქალაქი ვიზიტორებს 24 დეკემბრიდან 7იანვრის ჩათვლით , დილის 10 საათიდან ღამის 12 საათამდე, მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით უმასპინძლებს. კერძოდ, დედაენის ბაღში გაიხსნა საახალწლო ბაზრობა , კინოს მოყვარულთათვის ფუნქციონირებს ღია კინოთეატრი. ყოველდღე 12 საათიდან , საღამოს 6 საათამდე სხვა ღონისძიებებთან ერთად სპეციალურად პატარებისთვის, საბავშვო გასართობი ღონისძიებები ჩატარდება. გარდა ამისა, დაგეგმილია საახალწლო სპორტული აქტივობები, იფუნქციონირებს სახელოსნოები და დაინტერესებული პირებისთვის მოეწყობა ვორქშოფები.
დედაენის ბაღში ყოველდღიურად ქართველის მომღერლების საახალწლო კონცერტები გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას რობი კუხიანიძე და ჯგუფი „Outsider, ბასტი ბუბუ, პარა ორკესტრი და დათუნა ალადაშვილი, „ბლექ მაროუზი" და ჯგუფი „რეზო და ბავშვები" მიიღებენ.
21 საათიდან 12 საათამდე დრო კი, ალტერნატიული მუსიკისა და დიჯეების კონცერტებს დაეთმობა.