ცოტა რამ Kayakata-ს შესახებ, რომელიც DIE ANTWOORD-თან ერთად, ანაკლიაში Echowaves Festival-ზე წარდგება

  "ჩვენ არც როკერები გვყავს და არც რეპერები. მათ კი, ვისაც საპირისპირო აზრი აქვს, მინდა ვთხოვო: დამისახელეთ ერთი ქართველი როკერი ან რეპერი მაინც, რომლის პოსტერსაც შინ კედელზე დაიკიდებდით, რომლის სიმღერის ტექსტები, არა მარტო ზეპირად იცით, არამედ გიყვართ კიდეც"

                                                                                                                                                                       ზაზა ბურჭულაძე

 

  მაშინ, როცა ზაზა ბურჭულაძე ამ ტექსტს წერდა Kayakata არ არსებობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაამატებდა - "Kayakata-ს გარდა". ქართული ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ დუო, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს. თინეიჯერების Facebook Cover ფოტოზე ხშირად შეხვდებით Kayakata-ს ჯგუფის ლოგოებსა და სიმბოლოებს. შეიძლება ითქვას თანამედროვე ახალგაზრდებში პოსტერების ფუნქცია facebook-ის cover ფოტომ შეითავსა. მაქს მაჩაიძისა და ზურა ჯიშკარიანის (თვითგამოცხადებული სოხუმის მერი, ყოფილი ზომბი და ამჟამად წოდებული დილა) სახელი kayakata-მდე მუსიკალურ ჯგუფ kung fu junkie-სთან ასოცირდებოდა. Flowerz In My Brain  და Summer in the skykung fu junkie-ის ორი ყველაზე პოპულარული სიმღერა. შემდეგ შეიქმნა ზურმუხტისფერი ბედის ორდენი, რომელიც ცნობილი სიმღერებით: პოკაჰონტასი და კატა სტროფა  გახდა. 

Kayakata-ს პოპულარობა კვლავ იზრდება. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ DIE ANTWOORD-თან ერთად, ანაკლიაში, Echowaves ფესტივალზე, ბოლო დროის ყველაზე წარმატებული ქართული ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ დუო KayaKata წარდგება.

ელექტრონულმა ჟურნალმა Highsnobiety-მ გამოაქვეყნა სტატია kayakata-ს შესახებ: "ალბათ შეამჩნიეთ, რომ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში კულტურულ რადარზე საქართველო არაერთხელ გამოჩნდა. დასავლეთისთვის ნაკლებად ცნობილი პატარა ქვეყანა, კავკასიის მთებში, დემნა გვასალიას, Vetements-ის ლიდერის, სამშობლოა და არის ცხელი წერტილი მოდისთვის, ხელოვნებისთვის, ახალგაზრდული კულტურისთვის, მიწისქვეშა რეივ მოძრაობებისთვის და ახლა უკვე, მადლობა კაიაკატას - ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპისთვის"

Kayakata-ს მუსიკაში ტექსტი ცალკე განხილვის საკითხია.  სიმღერის lyrics მელოდიის გარეშეც საკმაოდ მელოდიურად ჟღერს. თუ აქამდე ქართული სიმღერების უმეტესობა მონატრებაზე, წვიმაზე, სამშობლოსა და მსგავს თემებზე იწერებოდა, Kayakata-ამ ქართულ მუსიკალურ ბაზრაზე სრულიად ახლებური სტილი შექმნა. ხშირად ამბობენ, რომ ქართულად სიმღერის დაწერა საკმაოდ რთულია, რადგან ზოგიერთი სიტყვა  არამელოდიურად ჟღერს და ვერ ჯდება მუსიკალურ კონტექსტში, Kayakata-ს მუსიკის მოსმენის შემდეგ ვრწმუნდებით, რომ ეს შეხედულება მცდარია. მთავარია, მიდგომა. ქარიზმისა და როგორც მაქსი იტყოდა, Funk-ის ქონა.  

 

 

 

"თბილისიდან სალამები მუმბაის

ვწრუპავ ბომბეის/ ცრის / გლუვ მაისს"

 

 

"ვარ იმისკენ - ვინც კითხვაზე ვისკენ

მზერას ისვრის გალაქტიკებისკენ

ვარ იმისკენ - ვინც კითხვაზე საით, საით?

დუმს და ფიქრობს: არ უნდა ნეტა ქარს საით?"

 

 

"ღამღამობით როგორც მგელი დარდისაგან მღერის

სიმშვიდე მისი გავს სიმშვიდეს მყინვარწვერის

ცრემლიდან ირეკლება მთვარე როგორც მარგალიტი

მისი განრისხება ცუნამია, FATALITY"

 

 

 

გარდა მუსიკისა:

 ზურა ჯიშკარიანმა დაწერა "საღეჭი განთიადები", რომელმაც არაერთი კრიტიკოსისგან დაიმსახურა დადებითი შეფასება. ილიას უნივერსიტეტმა "საღეჭი განთიადები" 2017 წლის საუკეთესო ქართულ რომანად აღიარა. 

“ვინ დააწყნარებს ზღვების ხმაურს?” - ზურას გამოფენა. 

მაქს მაჩაიძე:  "funk არის რისთვისაც ყოველდღე ხარ, რისთვისაც არსებობ. style, სილამაზე ამ არსებობის და სამყაროსთან დიალოგში ყოფნის, თუ არ ყოფნის, ყველაფრის კონცეპტად ვხედავ funk-ს. ამის ქვეშ ვაკეთებ ყველაფერს, ტანსაცმელსაც, მუსიკასაც, ამ კონცეფტით ვცხოვრობ. ჩემი ძენ-ბუდიზმია"

"თავისუფალი დრო არ მაქვს იმიტომ, რომ სულ რაღაცას ვაკეთებ. ვხატავ, ვწერ, მუსიკას ვაკეთებ, ვკითხულობ, ვჭრი, ვხაზავ, ვამტვრევ, ვაშენებ".

 

                                                       

 

 

მსგავსი ღონისძიებები
Funday Park  მორგებულია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანზე.
ფესტივალი
ფესტივალი Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება და მის ორგანიზებაში სერბული EXIT ფესტივალიც არის ჩართული.
ფესტივალი
23-26 სექტემბერს "FEST I NOVA" "Art Villa Garikula"-ს ტერიტორიაზე გაიმართება
ფესტივალი
5 ნოემბერს კამერული მუსიკის რიგით XIII ფესტივალი კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები