11 სექტემბერს, 18:30 საათზე „ტერმინალში“ (აბაშიძის ქუჩა # 34) მარკეტინგული ივენთი, „ციფრული კომუნიკაცია ცვლილებებისთვის“ გაიმართება. ღონისძიება ტარდება ბიზნესლიტერატურის პროექტ, „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით.
სპიკერები:
ჯეიმს სეთი – Leavingstone -ის კრეატიული დირექტორი
თემა: Baby Otters and Girls in Thongs
ანუნა ბუკია - ,,კოპეშია"-ს დამფუძნებელი
თემა: ციფრული კომუნიკაცია ცვლილებებისთვის და სოციალური კამპანიები
COFFEE BREAK
დავით ხოსროშვილი - Wifisher-ის დამფუძნებელი
თემა: ციფრული მარკეტინგი და ანალიტიკა ბიზნესისთვის
კახა მაღრაძე - Gepra-ს უფროსი პარტნიორი
თემა: პიარის წინაშე არსებული გამოწვევები
ბასა მეტრეველი & ლევან კეცხოველი - Redberry - ის ციფრული პროდუქტ-ჯგუფის უფროსი/ მმართველი პარტნიორი და მომხმარებელთა მომსახურების დირექტორი
თემა: ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტო
ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცემა წიგნები „ლურჯი ოკეანის“ სერიიდან.
პროექტის შესახებ:
პროექტი „ლურჯი ოკეანე“ ბიზნესლიტერატურის სერიაა, რომელიც ცნობილი ბიზნეს ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს. სერია აერთიანებს ისეთი ავტორების ნამუშევრებს, როგორებიც არიან: დევიდ ალენი, გაი კავასაკი, ერიკ რისი, ჯონ კინგი, ბრაიან თრეისი, და სხვა.
მის: ტერმინალი აბაშიძის ქუჩა # 34, თბილისი