„შიშები და კომპლექსები“ - საუბრები ფსიქიატრ დავით ანდღულაძესთან

ორშაბათს, 20 ნოემბერს, 20:00-ზე გაიმართება სალონური საუბრების საღამო ფსიქოთერაპევტ დავით ანდღულაძესთან. საუბრის თემა იქნება - „შიშები და კომპლექსები“. სალონური საუბრები განახლებული ფორმატით გრძელდება. პროექტის ფარგლებში მოწვეულნი იქნებიან არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედ ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები. საუბრები გაიმართება ლიტერატურაზე, კინოზე, თეატრზე, მუსიკაზე, მხატვრობაზე და სხვა საინტერესო თემაზე. საღამოებზე იქმნება გარემო, სადაც სტუმარს საშუალება აქვს ღვინის, ჩაისა და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, მყუდრო გარემოში განიტვირთოს. მოისმინოს საინტერესო მომხსენებლების ხედვა და გამოცდილება, სალონურ გარემოში მათთან ერთად განიხილოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.

მსგავსი ღონისძიებები
შეხვედრას წარუძღვება ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა.
სხვა ივენთები
9 და 10 მარტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ჩატარდება GDG - ის პრეზენტაცია.
სხვა ივენთები
ია კარგარეთელის რომანის "სხვა უდაბნოს საიდუმლო", პრეზენტაცია.
სხვა ივენთები
უკვე 10 წელია ის მსოფლიო ეკონომიკაში სხვადასხვა მოვლენაზე აკეთებს პროგნოზს. ტალები იყო რისკების ანალიტიკოსი ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე და საკუთარ "ჰეჯ-ფონდს" უძღვებოდა.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები