„ქოლგა თბილისი ფოტო“ 2002 წლიდან მოყოლებული იზრდებოდა და ვითარდებოდა. ფესტივალი წელს მეჩვიდმეტედ ტარდება. კონკურსსა და გამოფენებში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ფოტოგრაფები. ფოტოკონკურსის ცერემონია 4 მაისს არტარეას ეზოში ჩატარდა. ფოტო კონკურსის გამარჯვებულები ტრადიციულად საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა.
წლევანდელ ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:
საპრიზო ფონდი შეადგენს 7000 აშშ დოლარს, ეს თანხა პირველ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ, თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს ერგოთ 1500-1500 აშშ დოლარ, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციის კატეგორიაში გამარჯვებულს (ქვენომინაციებში: ერთი კადრი და მობილური ფოტოსერია) გადაეცემათ 500-500 აშშ დოლარი.
სპეციალური პრიზის მფლობელი მანო სვანიძე სტაჟირებას გაივლის მილანში, საერთაშორისო ფოტოსააგენტო პროსპექტში.
ფესტივალის ფარგლებში იმართება უფასო ვორქშოფები, სემინარები და პორთფოლიოს განხილვები. თუ გსურთ არ გამოტოვოთ შემდეგ დღეებში დაგეგმილი გამოფენები, გადადით ბმულზე
დასწრება ყველა გამოფენაზე უფასოა.