ფესტივალი „თბი-ლისი“ ლისზე ყოველ შაბათს გაიმართება

    ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, 28 აპრილიდან, ტრადიციულად, ყოველ შაბათს, ხორციელდება ფესტივალი „თბი-ლისი“, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახის აქტივობებს და ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ახალგაზრდებში, მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას და მოქალაქეებისთვის დასვენებისთვის, გართობისა და სპორტული აქტივობისთვის საჭირო გარემოს შექმნას.

 

  12:00-18:00 საათამდე ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული აქტივობები, საბავშვო–გასართობი ღონისძიებები, არტ–მარკეტი, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული ხელნაკეთი ნივთები.ყოველ საფესტივალო დღეს დაასრულებს მუსიკალური ბენდი და დიჯეი. 

დასწრება თავისუფალია.

#მოდილისზე#გააცოცხლექალაქი

მსგავსი ღონისძიებები
ფრანგული ლეიბლის "Hungry Music"- ის ოთხივე წევრი: Worakls, N’to, Joachim Pastor და Stereoclip, თბილისის სეტ-ფესტს ესტუმრება.
ფესტივალი
უკრაინული Stoner/Psychedelic/Doom მეტალ ბენდი Stoned Jesus, საქართველოს ესტუმრება.
ფესტივალი
ფესტივალზე არასწრულწლოვანთა დაშვება მოხდება მხოლოდ სრულწლოვანი პირის თანხლებით.
ფესტივალი
ნოსტალგიური 90-იანი წლების ფესტივალი 29 სექტემბერს Alibi Arena-ს ტერიტორიაზე ჩატარდება.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები