უკაცრავად, სად არის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი?

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი დინამიური ინსტიტუტია, რომელიც კულტურაში მიმდინარე პროცესების კვლევისა და ანალიზის გარდა ცოდნის წარმოების ადგილია.

 

დღეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ახალი გამოწვევების წინაშეა. კურატორები და არტისტები ეძებენ იდეებსა და ხერხებს საუკუნეების განმავლობაში დაგროვებული ცოდნისა და ინფორმაციის საზოგადოებამდე ეფექტურად მისატანად.

 

ხელოვნების შესაძლებლობებს შორის, დროისა და ისტორიის აღწერასთან ერთად, ზოგჯერ მომავლის გამოცნობაც იგულისხმება. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საზოგადოების ის განუყრელი ნაწილია, სადაც თავმოყრილია წარსული, აწმყო და მინიშნებები მომავალზე.

ნოემბრის ბოლოს თბილისში Museum of Contemporary Art - Tbilisi - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის დამფუძნებლები, არტისტები: მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე და ნატუკა ვაწაძე არიან. თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს კედლები არა აქვს, ჩემოდანშია მოთავსებული და მისი გამოძახება ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი. გამოძახებისას მუზეუმის კურატორები ნამუშევრების ფოტო და ვიდეოდოკუმენტაციის დახმარებით საქართველოში თანამედროვე ხელოვნების შესახებ მოგვითხრობენ.

 

20 დეკემბერს მარიამ ნატროშვილი და ნატუკა ვაწაძე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მნიშვნელობაზე, სხვა მოძრავი და ექსპერიმენტული მუზეუმების გამოცდილებაზე ისაუბრებენ.

მოდერატორი: ხელოვნებათმცოდნე ლალი პერტენავა

მსგავსი ღონისძიებები
ექსპონატების უმრავლესობა ტილოზე შესრულებული ნამუშევრებია. ერთი დარბაზი ეძღვნება კარლო კაჭარავას 1988 წლის ნახატს „გენერალი“ და ამ თემაზე შექმნილ სხვა რომანტიკულ პორტრეტებს.
გამოფენა
24 ნოემბერს 20:00 საათზე გალერეა ”სფუმატო”-ში გაიხსნება რამაზ ჩანტლაძის პერსონალური გამოფენა, გაგრძელდება 1 კვირა, დასწრება თავისუფალია!
გამოფენა
ნატურალური ქვების, მინერალების, კრისტალების და სამკაულის ახალი კოლექციის გამოფენა - გაყიდვას სახელად Crystal Spring, კაფე - სახელოსნო ტერაკოტაში.
გამოფენა
27 სექტემბერს თეატრისა და კინოს მსახიობის გიორგი ნაკაშიძის პერსონალური გამოფენა გაიმართება.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები