ტრენინგი - რა არის მეტაფორული ბარათები?

15 იანვარს, ორშაბათს, 18.00 საათზე გაიმართება ღია შეხვედრა, სადაც გაეცნობით მეტაფორული ბარათებით სარგებლობის ძირითად წესებსა და პრინციპებს, ჩვენებებსა და შესაძლებლობებს, შეძლებთ მიიღოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილება მეტაფორულ ასოციაციურ ბარათებთან ურთიერთობით კლიენტის პოზიციიდან. 

 

მეტაფორული ასოციაციური (პროექციული) გამოსახულებები ბარათების კრებულებია, რომლებზეც გამოსახულია ადამიანები, მათი ურთიერთქმედებები, ცხოვრებისეული სიტუაციები, პეიზაჟები, ცხოველები, ყოფითი საგნები, აბსტრაქტული ნახატები და სხვა.ზოგიერთ ბარათს თან ახლავს წარწერები, ზოგიერთ კრებულში ცალკეა სურათები, ცალკე - წარწერები. ასეთი კომბინაცია საშუალებას გვაძლევს ერთი და იგივე თემა განვიხილოთ სხვადასხვა კონტექსტში - ისე, როგორც ამჟამად არის აქტუალური ადამიანისთვის. ადამიანი თვითონ ირჩევს, რა ისტორიას ასახავს ესა თუ ის ბარათი, ის არის ავტორი, მდგომარეობის ბატონ-პატრონი.

 

მეტაფორული ბარათები უნივერსალურია, ამიტომ ბარათებთან მუშაობა წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა სპეციალისტების მიერ, როგორც ინდივიდუალურ, ასევე წყვილთა ფსიქოლოგიურ კონსულტირებასა და ჯგუფურ მუშაობაში. .მეტაფორული ასოციაციური ბარათები წარმოადგენენ უნიკალურ პროექციულ მეთოდს. ისინი საშუალებას გვაძლევენ გვერდი ავუაროთ რაციონალურ აზროვნებას, მოვხსნათ ფსიქოლოგიური თავდაცვები და შინაგანი წინააღმდეგობა, შევქმნათ დიალოგის პირობები ადამიანის გარე და შინაგან სამყაროს შორის, გვეხმარება ეკოლოგიურად აღვადგინოთ ტრავმული სიტუაცია, ჩამოვაყალიბოთ და სიტყვებით გამოვხატოთ - მოვახდინოთ ვერბალიზაცია, რასაც თავისთავად ახლავს თერაპიული ეფექტი. მეტაფორულ ბარათებთან მუშაობა ხელს უწყობს კომუნიკაციის გაუმჯობესებას და შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას.

 

მეტაფორული ბარათები წარმატებით გამოიყენება ტრენინგებში, ინდივიდუალ კონსულტაციებში, შეუცვლელია ბავშვებისა და მოზარდების, ასევე მოზრდილების ჯგუფური ურთიერთქმედებისთვის.

მეტაფორული ასოციაციური ბარათები საშუალებას გვაძლევს, ავაგოთ სასურველი კომუნიკაცია, შევქმნათ ნდობის საუცხოო ატმოსფერო, გავააქტიუროთ ადამიანების ინტერესი თვითგამოკვლევისა და თვითგანვითარებისთვის.

ბარათებთან მუშაობა საინტერესოა, ამასთანავე სახალისოც, ამიტომ ბარათების გარშემო გამართული კომუნიკაცია ახლობლებთან და მეგობრებთან დროის კარგად გატარების საუკეთესო საშუალებაა.

 

გარდა ამისა, შესაძლებლობა გექნებათ, გაეცნოთ მეტაფორული ბარათების ახალ ნაკრებს "კრიალოსანი", მის შესაძლებლობებს სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემის დიაგნოსტიკისა და კორექციისთვის ბავშვებსა და მოზრდილებთან მუშაობაში, გაეცნობით აღნიშნული ბარათებით მუშაობის ალგორითმებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

 

ხანგრძლივობა - 2,5 სთ.სამუშაო ენა - ქართული.

 

წამყვანი - ეთერ ფილიპოვიჩი, მედიცინის დოქტორი, სერტიფიცირებული ტრენერი, სერტიფიცირებული არტთერაპევტი, ნლპ-პრაქტიკოსი, არტქოუჩი.

დასწრება თავისუფალია.მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია - გამოგზავნეთ მოკლე შეტყობინება: [email protected]

 

კონტაქტი: +995 599 471 477

 

მსგავსი ღონისძიებები
დიდი ამბები გრძელდება!
სხვა ივენთები
პროექტის _ „ფემინისტური კითხვა მწერალთა სახლში“ _ მთავარი მიზანია თანამედროვე ფემინისტური ლიტერატურის პოპულარიზაცია, მკითხველისათვის ქალი ავტორების გაცნობა და მათი ტექსტების კიდევ ერთხელ გააზრება.
სხვა ივენთები
3 ოქტომბერს გიორგი ავალიანი სასტუმრო "თბილისი მერიოტში" მასტერკლასს ჩაატარებს
სხვა ივენთები
მსოფლიოს ერთ-ერთი წამყავნი ბრენდი Calvin Klein -ი საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა. თავდაპირველად ბრენდი Calvin Klein Jeans - ის ლეიბლით წარსდგება და ამასთანავე ფეხსაცმლისა და აქსესუარების სრულ სპექტრს წარადგენს
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები