საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ თბილისის საკონცერტო დარბაზში 12,13 და 14 დეკემბერს წლის შემაჯამებელ კონცერტს გამართავს.
ლეგენდარული ანსამბლი ტრადიციულ ნომრებთან ერთად, მაყურებელს განახლებულ პროგრამასა და სრულიად ახალი ცეკვებს წარუდგენს.
კონცერტები 19:30 საათზე დაიწყება. ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია და მათი ფასი 15 ლარია.