სტუდენტები თავისუფლებისთვის – თბილისის რეგიონალური კონფერენცია

25 ნოემბერს თბილისი ივენთ ჰოლში რეგიონში ყველაზე მასშტაბური სტუდენტური შეკრება თბილისის რეგიონალური კონფერენცია გაიმართება.

ღონისძიება European Students For Liberty-ს ფარგლებში ჩატარდება და მასზე მომხსენებლები აშშ–დან, გერმანიიდან, სერბეთიდან, ლიტვიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან იქნებიან მოწვეულნი.

მეცნიერებისა და პოლიტიკის ჭიდილი, თავისუფალი ბაზრის პრინციპები და საბაზრო ეკონომიკა, დეცენტრალიზაცია და სახელმწიფოს როლი თავისუფალ საზოგადოებაში, ტექნოლოგიური პროგრესი და კრიპტოვალუტები, ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს საქართველო – სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ამ და სხვა თემებზე დასვან კითხვები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში.

აღსანიშნავია, რომ რეგიონალური კონფერენცია თბილისში უკვე მეოთხედ ტარდება კონფერენციის მიზანია კლასიკური ლიბერალური იდეებისა და ღირებულებების გაზიარება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის.

კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია და რეგისტრაცია 25 ნოემბრამდე გრძელდება.

მსგავსი ღონისძიებები
ლექციაზე საუბარი იქნება რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს მომხდარ, საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ ბრძოლებზე. მაგალითად, აფხაზეთში, დარიალის ხეობაში, ოსიაურთან და ა.შ.
სხვა ივენთები
5 და 6 ოქტომბერს "ბილტმორ თბილისი" გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმს წარმოგიდგენთ.
სხვა ივენთები
მთავარი თემები იქნება: მაინინგი, კრიპტობიზნესი და რეგულირება საქართველოში.
სხვა ივენთები
ორშაბათს, 20 ნოემბერს, 20:00-ზე გაიმართება სალონური საუბრების საღამო ფსიქოთერაპევტ დავით ანდღულაძესთან. საუბრის თემა იქნება - „შიშები და კომპლექსები“.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები