სპექტაკლი, მართლაც, შვიდი პატარა პიესისაგან შედგება და შვიდივე პიესა ქართულ საზოგადოებას აღწერს.
7 პატარა პიესას აერთიანებს სოციალურად პრობლემატური თემები. ტექსტი მეტწილად აბსურდის ჟანრშია დაწერილი, თუმცა მის მიღმა უამრავი რეალური პრობლემა, რეალური ტრაგედია იმალება. პიესებში გაშიშვლებულია ის, რაზეც ხმამაღლა არ ლაარაკობენ, მხოლოდ შინაგანად ატარებენ და განიცდიან. რაც მთავარია, ამ პიესების გამჭოლად ომი დგას, რეალური მაშტაბური და ლოკალურიც.
სპექტაკლის ხანგრძლივობა 1 საათი და 10 წუთი.
ბილეტის ფასი 10 ლარი.