სპექტაკლი "მატარებელი ხუთ წუთში გავა" მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება

მკერავ თინას თავის მიერ შეკერილი თუ საკაბეებს მორჩენილი ნაკუწებისგან გაწყობილი დროშის იმედი აქვს. ამ დროშამ უნდა დაასახლოს –ბოლოს და ბოლოს ოროთახიან ბინას აღირსოს თინა...

ირინამ ზუსტად არც კი იცის რატომ მიდის იმ სახლში. მას იმედი ამოძრავებს , რაღაც იმედი – თუნდაც ბუნდოვანი

ექიმ დავითს ცოლი მოუკვდა.

მაგრამ . . . როგორ? როგორ შეიძლება მისი ცოლი „აღარ იყოს“?!

მაშ, ეს ალუბალი რატომ აყვავდა ეზოში?!

სოსიკომ იცის, რომ იმ მატარებელს, რომელმაც ოდესღაც გაასწრო ვეღარასოდეს დაეწევა, მაგრამ მისდევს და მისდევს სიზმარსა თუ ცხადში...

„იმედი . . . იგია მთავარი. ოდესღაც როდესაც სიცოცხლე შექმნა უფალმა, იმედიც შექმნა მისთვის და მუდმივ და აუცილებელ საგზლად დაუდგინა. მას აქეთ - “იმედით ცოცხლობს ადამიანი”; არ არსებობენ ისინი უერთმანეთოდ, არიან ერთნი - როგორც კუ და მისი ბაქანი“ .

ხანგრძლივობა: 65 წუთი

მსგავსი ღონისძიებები
მიუზიკლი, მუსიკალური სპექტაკლი, რომანტიული კომედია ინგლისურ ენაზე საქართველოსა და ქართველების შესახებ.
თეატრი
მოქმედება ერთ ჩვეულებრივ თბილისურ ოჯახში ხდება.
თეატრი
მოზარდ მაყურებელთა თეატრი მაყურებელს დიდი ქართველი კლასიკოსი მწერლის, ვაჟა-ფშაველას ყველასათვის კარგად ნაცნობ ნაწარმოებს - „შვლის ნუკრის ნაამბობი“ - სრულიად ახლებური ინტერპრეტაციით სთავაზობს.
თეატრი
23 ნოემბერს 20:00 საათზე სპექტაკლი "წმინდა გიორგი" შალიკაშვილის თეატრი გაიმართება.
თეატრი
კვირის ღონისძიებები