18, 19 იანვარს მოძრაობის თეატრში, ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი "იგი" გაიმართება.
"იგი: მე-20 საუკუნის ქართველი მწერლისა და პუბლიცისტის, ჯემალ ქარჩხაძის, მოთხრობის ინსცენირებაა, რომელშიც მოთხრობილია ადამიანის ევოლუციის შესახებ. პრეისტორიული ხანიდან პიროვნებად ფორმირებამდე.
სპექტაკლი დრამატული ცირკისა და ტრადიციული თეატრის სინთეზია. სხეულის ენით გადმოცემულია ის გრძნობები, რომელსაც მთავარი გმირი განიცდის. სიღრმეების წვდომისათვის დამატებულია მინიმალური თხრობა. (ინგლისურ ან ქართულ ენაზე).
რეჟისორი კახა ბაკურაძე.
ბილეთის ფასი: 15 ლარი