საზოგადოებაში ნებისმიერი სახის ინსტიტუცია სამყაროს მინი მოდელია.სამყარო, კი თანდათანობით ბერდება და თვითგადარჩენის მიზნით თავაშვებული მიექანება თვითგანადგურებისაკენ. ადამიანები შეშინებული და დაბნეული დაბორიალობენ სივრცეში. მათ საკუთარ არსებობაში ეჭვი ეპარებათ; ეჭვი ეპარებათ, როდესაც წარსულს იხსენებენ, ეჭვი იპყრობს აწმყოში მყოფთ და ეჭვით შეჰყურებენ მომავალს. ამ დაავადებულ საზოგადოებაში თვითგადარჩენის სურვილით შეპყრობილ ადამიანს ფსევდო-იდეა იპყრობს – ძალაუფლების შენარჩუნებისა, რათა გაამართლოს საკუთარი არსებობა. და სწორედ, ამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად გავეშებული ნებისმიერ ხერხს მიმართავს, რათა "სიმართლის ქურქში" გაახვიოს დანაშაული და უდანაშაულო მსხვერპლად შესწიროს საკუთარი "ამპარტავნების საკურთხეველზე". . . .
ხანგრძლივობა: 90 წუთი