სექტორ 26- ში მთელი აგვისტოს თვის განმავლობაში ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მომღერლების საღამოები იმართება. სპეციალურად ამ კონცერტებისთვის მოეწყო სცენა სანაპიროზე. 20 აგვისტოს კი, სექტორის სტუმრების წინაშე ნინი ბადურაშვილი და მაკა ზამბახიძე წარსდგება. გაჟღერდება ყველასთვის საყვარელი სიმღერები და ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ დაუვიწყარი საღამო იქნება.