3 იანვარს დედაენის ბაღში საშობაო ზღაპარი გაიმართება. ღონისძიებები 25 დეკემბრიდან დაიწყო და 7 იანვრამდე გაგრძელდება „საახალწლო ქალაქში“ .
ლამაზი და თანამედროვე მუსიკის კონცერტები, საშობაო და საახალწლო ბაზრობები, მსვლელობები და პერფორმანსები, კინოთეატრი ღია ცის ქვეშ, ასევე უამრავი გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის, ეს და ბევრი სხვა რამ ელოდება თბილისელებს და თბილისის სტუმრებს.