გაცნობებთ, რომ საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 25 იანვარს 20 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში მართავს საქველმოქმედო კონცერტს თეონა ნუცუბიძის დასახმარებლად. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მოხმარდება თეონა ნუცუბიძის მკურნალობას, რომელსაც აქვს არაჰოჯკინი ლიმფომას T უჯრედების აგრესიული ფორმა და სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობა ისრაელში.
ზემოაღნიშნულ კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი „სუხიშვილები“ ნიაზ დიასამიძე 33ა და ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე.
ერთიანი ძალებით ხელი შევუწყოთ თეონა ნუცუბიძის მკურნალობისათვის თანხის შეგროვებას.