საქართველოს ეროვნული არქივის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება

      საქართველოს ეროვნული არქივის ყოველწლიური კონფერენცია „არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა-ტენდენციები და გამოწვევები“, რომელიც 2018 წლის 20-22 სექტემბერს გაიმართება, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნება. ტრადიციული ბლოკების გარდა კონფერენციაზე ცალკე მიმართულებად იქნება წარმოდგენილი 1918-21 წლების საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინაპერიოდსა და პირველი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ემიგრაციასთან დაკავშირებული თემები.კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთაგან თეზისების მიღება უკვე დაიწყო. 

   

     კონფერენციის მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, მჭიდრო სამეცნიერო კავშირების დამყარება ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის, ინტერდისციპლინარული და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაცია, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება. კონფერენცია მოიცავს რამდენიმე სამეცნიერო მიმართულებას: საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში; არქივმცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოგრაფია; ფილოლოგია; რესტავრაცია-კონსერვაცია; კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი და სხვა.კონფერენციის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება მცირე საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც პლენარული სესიების ფარგლებში ჩატარდება.ეროვნული არქივის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა. კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

მსგავსი ღონისძიებები
მათი პროექტი მედიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და ამ სფეროს წარმომადგენლებს სამუშაო პროცესს როგორ გაუმარტივებდა.
სხვა ივენთები
1 თებერვალს, თელავის "ბიბლუსი გალერეაში" მკითხველები სახალხო ლიტერატურული კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულებს შორენა ხუხუასა და ია კარგარეთელს იხილავენ
სხვა ივენთები
კონცერტი 26 აპრილს,  Ericsson Globe Arena-ზე გაიმართება და მას 2 იღბლიანი: მანანა შაფაქიძე და აკაკი ციმინტია დაესწრებიან.
სხვა ივენთები
სამშაბათს, 21 ნოემბერს, 20:00-ზე გაიმართება სალონური საუბრების საღამო გელა ჩარკვაინთან ერთად. სასაუბრო თემა კი იქნება „ინტერვიუ მამასთან - გვიანდელი სტალინური ეპოქა საქართველოში“
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები