საუბარი ცხოველთა უფლებებზე - თიკო კვალიაშვილთან ერთად

9 დეკემბერს, 17:00საათზე, "ლუმოსის შაბათის" სტუმარი იქნება ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი-ს დამაარსებელი, ცხოველთა უფლებების დამცველი - თიკო კვალიაშვილი.

თიკო ისაუბრებს ცხოველთა უფლებებზე საქართველოში.

რა პრობლემებს ვაწყებდით ცხოველთა უფლებების დაცვის საკითხებში, რა კეთდება და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აღნიშნული მანკიერი მდგომარეობა შეიცვალოს, როგორია და როგორი უნდა იყოს საზოგადოების როლი ცხოველთა დაცვაში.

ლექცია უკავშირდება ლუმოსის ახალ წამოწყებას, "ლუმოსის ცხოველთა დახმარების ფონდის" დაარსებას.

ყოველთვიურად, ლუმოსში გაყიდული ყოველი აბონემენტიდან 5% გადაირიცხება "ლუმოსის ცხოველთა დახმარების ფონდში". შეგროვილი თანხა მოხმარდება სხვადასხვა ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების და ცხოველთა თავშესაფრების დახმარებას.

ლექციის შემდეგ, შეგროვილი თანხა და საკვები გადაეცემა ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი-ს.

მსგავსი ღონისძიებები
ჰაკათონში მონაწილეობენ 2-4 პირისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებსაც აღნიშნული მიმართულებით ინოვაციური იდეა და მისი განხორციელების სურვილი აქვთ.
სხვა ივენთები
"იმას არ ვამბობთ, რომ კლუბებში სიარული და ცეკვა მოგვბეზრდა, ეს სხვა რამეზეა…მუსიკის სიყვარულზე მის ფიზიკურ განსახიერებაში…"
სხვა ივენთები
ღვინის გალერეაში გაიმართება ფილმის ჩვენება, შემდეგ კი რეჟისორ გურამ ქართევლიშვილთან ერთად  დისკუსია.
სხვა ივენთები
„ვიცი“ საგანმანათლებლო აქტივობებსა და საინტერესო შეხვედრების ციკლს აგრძელებს.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები