სასტუმრო "ბილტმორ თბილისში" გაიმართება ტურიზმის და მასპინძლობის მე-3 კონფერენცია Welcome to Georgia!

      ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენცია წარმოადგენს „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ პროექტის ფარგლებში არსებულ მნიშვნელოვან ბიზნეს პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც ინდუსტრიის წარმომადგენლებს ეძლევათ ერთმანეთთან კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში, აგრეთვე ზოგადად, ქართულ ბიზნეს სექტორში არსებული სიახლეების გაგების უნიკალური შესაძლებლობა.

  

      ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენცია მიზნად ისახავს ერთად შეკრიბოს 350-ზე მეტი შესაბამისი ინდუსტრიისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენელი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები და მედია, და მოიცავს:

  • პანელურ დისკუსიებს ტურიზმის და მასპინძლობის ინდუტრიაში მიმდინარე გამოწვევების და შესაძლებლობების შესახებ;
  • ბაზრის წამყვანი მიმწოდებლების და ინდუსტრის ექსპერტების საინეტერესო პრეზენტაციებს;
  •   B2B შეხვედრებს ინდუსტრიის მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან;
  • Welcome to Georgia!

 

   ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ყველა მიმდინარე სიახლეს, ახალი ჟიურის შემადგენლობის, ახალი ნომინაციების და ბევრი სხვა საინტერესო ინფორმაციის ჩათვლით, რომელიც შეეხება წლევანდელ საკონკურსო წელს;  ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა გაიგოთ უფრო მეტი ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მიმდინარე უახლესი პროცესების შესახებ! რეგისტრაციისთვის და დეტალური პროგრამისთვის ეწვიეთ პროექტის სოციალურ ქსელს და/ან ვებ-გვერდს: www.awards-tourism.com 

მსგავსი ღონისძიებები
კონცერტი "მუსიკა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის” ღონისძიების ფარგლებში გაიმართება
სხვა ივენთები
ლექცია „კატო მიქელაძე : ცხოვრება, როგორც ბრძოლა და რეპრესია“ ეძღვნება კატო მიქელაძის, როგორც ქართველი მოღვაწე ქალის განვლილ გზას.
სხვა ივენთები
ჰაკათონის ფარგლებში გაიმართება გამოცდილი ქართველი და უცხოელი ექსპერტების ტრენინგსესიები და დისკუსიები
სხვა ივენთები
უკვე 10 წელია ის მსოფლიო ეკონომიკაში სხვადასხვა მოვლენაზე აკეთებს პროგნოზს. ტალები იყო რისკების ანალიტიკოსი ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე და საკუთარ "ჰეჯ-ფონდს" უძღვებოდა.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები