სამეფო უბნის თეატრი და რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ სპექტაკლს "სახეები" იასუნარი კავაბატას მოთხრობების მიხედვით რეჟისორი: დათა თავაძე თარგმანი: დავით გაბუნია მხატვარი: ქეთი ნადიბაიძე
მონაწილეობენ: ნატალია გაბისონია,ნიკა გოგიძე,ანა-მარია გურგენიშვილი,სოფიო ზერაგია,ლიკა მაისურაძე,გიორგი რაზმაძე,ლევან სარალიძე,ივა ქიმერიძე,ანასტასია ჭანტურაია,ბექა ხაჩიძე.
სპექტაკლს საფუძვლად დაედო დიდი იაპონელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, იასუნარი კავაბატას რამდენიმე მოთხრობა, ციკლიდან „ხელისგულისოდენა მოთხრობები“. უჩვეულო სიღრმით, მომნუსხავი ლიტერატურული ჟღერადობით სავსე ნოველები რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლში ერთ უწყვეტ ნაკადად გადაიქცევა; ახალგაზრდა მსახიობთა ანსამბლი ცდილობს ჩაუღრმავდეს კავაბატას სიყვარულით, ტრაგიზმით, ფილოსოფიური წიაღსვლებით სავსე სამყაროს.
სპექტაკლი წარმოადგენს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის სამსახიობო ფაკულტეტის მე-4 კურსის წინასადიპლომო ნამუშევარს. ჯგუფის ხელმძღვანელი თემურ ჩხეიძე.